|
2020-04-09 11:19:02, 18439 ნახვა
ომი უკრაინაში
თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსზე 25 პაციენტის პასუხი უარყოფითია
თბილისის ზღვის ჰოსპიტლის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარეხი ბექაიას განცხადებით, კორონავირუსზე 25 პაციენტის ტესტის პასუხი უარყოფითია. მისივე თქმით, კლინიკაში ამ ეტაპზე 57 პაციენტი იმყოფება, საიდანაც ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. „არიან საეჭვო პაციენტებიც. არის ოჯახი, ცოლ-ქმარი და მაზლი და ასევე არის კიდევ ერთი ოჯახი, ცოლ-ქმარი. ამჟამად კლინიკაში იმყოფება 57 პაციენტი. გუშინ 25 კვლევა იქნა გაგზავნილი და ყველა პასუხი უარყოფითი მოვიდა. პაციენტები გადანაწილდებიან სპეციალიზირებულ მრავალპროფილურ კლინიკებში. ერთის მდგომარეობა არის კრიტიკული, რომელიც ფილტვების ანთებით არის შემოყვანილი, კოვიდზე უარყოფითია და ისიც გადაყვანილი იქნება. 25 პაციენტიდან 10 უკვე გაწერილია და 15 პაციენტს მივიღებთ კიდევ დამატებით და ჩაუტარდება კვლევა. დღე-ღამის განმავლობაში, საშუალოდ 50-მდე პაციენტი მომართავს კლინიკას“, - განაცხადა მარეხი ბექაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)