17:35 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
ტრამპი: კიმ ჩენ ინმა ბრძნული გადაწყვეტილება მიიღო, წინააღმდეგ შემთხვევაში, კატასტროფა მოხდებოდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს გადაწყვეტილება მოუწონა, - ამის შესახებ დონალდ ტრამპი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს. 

ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარემ ჰერბერტ ზალბერმა თანამდებობა დატოვა

ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარემ ჰერბერტ ზალბერმა საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა დატოვა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნების გეგმას დღეს გააჟღერებს

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ დღეს უკრაინაში დაბრუნების გეგმას გააჟღერებს. ამის შესაბამისი განცხადება მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

კუნძულ მადეირაზე რელიგიური ფესტივალის მონაწილეებს ხე დაეცათ - დაღუპულია 12 ადამიანი

პორტუგალიის კუნძულ მადეირაზე რელიგიური ფესტივალის მონაწილეებს ხე დაეცათ, რის შედეგადაც სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

„თალიბანი“ დონალდ ტრამპს ღია წერილით მიმართავს - „ავღანეთიდან სამხედროები გაიყვანეთ“

რადიკალური ისლამისტური მოძრაობა "თალიბანი" ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ღია წერილს უგზავნის, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Khaama Press ავრცელებს. 

„მთავარი ნაცისტი“, „ჩემი პრეზიდენტი არ ხარ“ - ნიუ-იორკში, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

ნიუ-იორკის ცენტრში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა, - ამის შესახებ nydailynews იუწყება.

უკრაინიდან რუსი კორესპონდენტი გააძევეს

უკრაინის ტერიტორიიდან რუსი ჟურნალისტი, ВГТРК-ს კორესპონდენტი თამარა ნერსესიანი გააძევეს, - ამის შესახებ "Россия 24"-ის განცხადებაშია ნათქვამი.

სააკაშვილი: ვაპირებ, უკრაინის საზღვარი ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოს გავლით გადავკვეთო

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის უკრაინაში დაბრუნებას აპირებს და აღნიშნა, რომ რომ საზღვარს ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოს გავლით გადაკვეთს.

კიმ ჩენ ინმა სამხედროებს ნებისმიერ დროს მოქმედებისთვის მზადყოფნა უბრძანა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა სამხედროებს ნებისმიერ დროს მოქმედებისთვის მზადყოფნა უბრძანა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

დონალდ ტრამპი: რასიზმი და ნეონაციზმი ბოროტებაა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, რასიზმი და ნეონაციზმი ბოროტებაა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

პარიზის პიცერიაში ავტომობილი შევარდა - დაიღუპა 13 წლის გოგონა, დაშავდა 12 ადამიანი

პარიზში, ერთ-ერთ პიცერიაში ავტომობილი შევარდა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

სიერა ლეონში მეწყერი ჩამოწვა - დაღუპულია 300-ზე მეტი ადამიანი

სიერა ლეონში მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც ასობით ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნების გეგმას 16 აგვისტოს გააჟღერებს

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ 16 აგვისტოს უკრაინაში დაბრუნების გეგმას გააჟღერებს. ამის შესაბამისი განცხადება მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

ვირჯინიაში მიტინგის დროს ავტომობილი ხალხში შევარდა - დაიღუპა 1 ადამიანი (ვიდეო)

გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ოჰაიოში, ანტიფაშისტური მიტინგი ჩატარდა. მიტინგის დროს ხალხში ავტომობილი შევარდა, რის შედეგადაც ახალგაზრდა ქალი დაიღუპა, კიდევ 19 ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ Euronews იუწყება.

მაიკ პომპეო: ჩრდილოეთ კორეასთან ბირთვული ომის უშუალო საფრთხე არ არსებობს

ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მაიკ პომპეოს განცხადებით, დაძაბულობის ზრდის მიუხედავად, ჩრდილოეთ კორეასთან ბირთვული ომის უშუალო საფრთხე არ არსებობს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics