თალაკვაძე სამადაშვილს: თქვენ წელიწადში 320-ჯერ არცხვენდით საქართველოს სტრასბურგში
„სტრასბურგში შეარცხვინა სამჯერო საქართველო თეა წულუკიანმაო, 320 საჩივარი შედიოდა თქვენი ხელისუფლების დროს ადამიანის უფლებების დარღვევაზე, შერცხვენა ეგ იყო“,-ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ სალომე სამადაშვილს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.