13:07 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-31 13:53:45, 2115 ნახვა

კომენტარი
სუბარი: დევნილების დასახმარებლად ევროკავშირმა 810 000 დოლარი გამოგვიყო

"დევნილებთან დაკავშირებით სახელმწიფო სტრატეგია მოიცავს ორ უმთავრეს კომპონენტს. ესაა, პირველი, ყველა დევნილის საცხოვრებლებით უზრუნველყოფა და მეორე, შემოსავლების გაჩენა, რომ მუდმივად სახელმწიფოს დახმარების იმედად არ იყვნენ, სხვა მოქალაქეების თანასწორად ჰქონდეთ შემოსავლები",- ამის შესახებ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

სუბარის განმარტებით, წელს მეორე კომპონენტისთვის გამოყოფილი თანხა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

„ერთგვარი საპილოტე პროექტი დავიწყეთ შარშან. სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირველად გამოიყო თანხები ამ მიმართულებით. თანხა არ იყო დიდი 250 ათასი ლარი გახლდათ, მაგრამ დავინახეთ ის საჭიროებები, რაც არსებობდა. 460-მა ოჯახმა მიიღო მცირედი გრანტები, დაახლოებით 100-მდე პირის გადამზადება მოხდა განათლების თვალსაზრისით. წელს ეს თანხები მნიშვნელოვნად გაიზარდა. საუბარია 810 000 დოლარზე. ეს არის ევროკავშირის დახმარება. გაიზარდა ჭერიც. თუ შარშან იყო მაქსიმუმ 2 000 ლარი, წელს არის 5 000 მცირე ბიზნესის საწარმოებლად. გაიზარდა ბენეფიციარების რაოდენობაც",- აღნიშნა სუბარმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ცისფერი მთებივით“ ვეღარ გაურკვევიათ, აქ არიან, თუ იქ - პაპუაშვილი ენმ-ზე
პაპუაშვილი - რუბიო არც კი ხვდება კაია კალასს, ასეთი უმწიფარი საგარეო პოლიტიკა რომ აქვს ევროკავშირს
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics