14:17 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-10 12:06:56, 299 ნახვა

პოლიტიკა
„ცისფერი მთებივით“ ვეღარ გაურკვევიათ, აქ არიან, თუ იქ - პაპუაშვილი ენმ-ზე

შალვა პაპუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ მიმდინარე პროცესებს ფილმ „ცისფერი მთების“ სიუჟეტს ადარებს და აცხადებს, რომ ოპოზიციას თავადაც აღარ აქვს გარკვეული, „აქ არის თუ იქ“. ამ ფონზე, პაპუაშვილი არა მხოლოდ ოპოზიციას, არამედ იმ საერთაშორისო აქტორებსაც აკრიტიკებს, რომლებიც წლების განმავლობაში აღნიშნულ პოლიტიკურ ძალას მხარდაჭერას უცხადებდნენ.

„არ ვიცი, „ცისფერი მთებივით“ ვეღარ გაურკვევიათ, აქ არიან, თუ იქ არიან. ჩამოყალიბდებიან. ჩვენ, როგორც „ცისფერ მთებს’“ ასე უნდა ვუყუროთ ამ კომედიას, რომელსაც ჩვენ გვაყურებინებენ, რამდენი ხანია, რაც საერთო ჯამში, ჩვენ გვახარებს იმ მხრივ, რომ ვხედავთ, ის გარე ძალები, ვინც ამ ხალხს აორგანიზებს იმდენად გონიერები არ არიან და იმდენად ვერ თვლიან რაღაც საკითხებს, რომ აი, ასეთ მდგომარეობაში ვარდებიან. რასაც ჩვენ ახლა ვუყურებთ, ეს ცირკი იმაზეც ხომ მეტყველებს, მათ უკან ვინ დგას. ბრიუსელში რომ დადიან და ამ ხალხს რომ აცხადებენ ქართველ ხალხად და მათი ინტერესების წარმომადგენლებად, სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში რომ დადიან, ამ ხალხს პოლიტიკური ცირკის მსახიობებად და ქვეყნის წარმომადგენლებად აცხადებენ და ეს ხომ იმაზეც მეტყველებს, თუ რა ხალხი ზის ბრიუსელში და რა ხალხი ზის ზოგიერთ დედაქალაქში,რომ ამათზე დებს ფსონს. 2024 წლის არჩევნებში, ამათ არ დაუდგნენ გვერდზე? ამათ მიეცით ხმაო, არ ამბობდნენ? რეზოლუციებს ამათი დაკვეთით და ამათთან შეთანხმებით არ აკეთებენ? ქართველმა ხალხმა ისიც უნდა დაინახოს, რასთან გვაქვს საქმე. ამით მეორე საკითხზეც გვექმნება წარმოდგენა - როდესაც ასეთ უმარტივეს საკითხებში ვერ არის გარკვეული ბრიუსელი და სხვა ძალები, რომლებიც ამათ უკან დგანან, წარმოგიდგენიათ, ამათ უნდა ჩააბარო საერთაშორისო და გეოპოლიტიკა? ამიტომაც არის დღეს, არეულობა სამყაროში, ომი დღეს უკრაინაში, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, პაპუაშვილი ოპოზიციაში არსებულ ვითარებას გლობალურ პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს და პასუხისმგებლობას იმ ძალებს აკისრებს, რომლებსაც თავად „გლობალურ ომის პარტიასა“ და „დიფ სთეითს“ უწოდებს. 

„ის, რაც ოპოზიციაში ხდება, ეს არის მინი მაგალითი იმისა, რაც სამყაროში ხდება ზუსტად იგივე ძალების დამსახურებით, რასაც ჩვენ „გლობალური ომის პარტიას“, „დიფ სთეითს“ ვეძახით, სახელი შეიძლება სხვადასხვა იყოს, მაგრამ არსი ერთი არის - ეს არის ხალხი, რომელთა მართვის მოდელს ვხედავთ ჩვენ რადიკალური ოპოზიციის სახით. ცირკად აქციეს პოლიტიკის სივრცე და ზუსტად იმავეს აკეთებენ ისინი საერთაშორისო პოლიტიკის პლატფორმაზე და ამიტომ ჩამოიქცა ზუსტად გლობალური უსაფრთხოების სისტემა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ ივანიშვილის შექება მოგვერიდოს
აშშ-ში ქართველი მიგრანტი ICE-ის პატიმრობაში გარდაიცვალა
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავა, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორია
დაესწარი BOG-ის ვებინარს და გაიგე, როგორ შეგიძლია ისწავლო აშშ-ში სრული დაფინანსებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics