სუბარი: რჩეულიშვილმა გადაწყვიტა, რომ მის მიერ მოტყუებული ათასობით მოქალაქისთვის, დევნილებიც მიემატებინა
„რჩეულიშვილმა გადაწყვიტა, რომ მის მიერ მოტყუებული ათასობით მოქალაქისთვის დევნილებიც მიემატებინა, რასაც ბუნებრივია, ვერ დავუშვებდით და ხელს არ შევუწყობდით ამაში“,-ასე გამოეხმაურა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი „ცენტრ პოინტის“ საქმესთან დაკავშირებით, ვახტანგ რჩეულიშვილის ბრალდებებს.