17:34 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-17 14:56:53, 342 ნახვა

საზოგადოება
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“

ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობის მონაწილეები თავისუფლების მოედანზე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულ ბავშვებსა და მათ მშობლებს შეხვდნენ.

ბავშვების მშობლებმა დიდი ბანერი გაშალეს წარწერით: „ოჯახი ჩვენი საფუძველია, ბავშვები ჩვენი მომავალი. ერთად გადავარჩინოთ მათი სიცოცხლე!“

ერთ-ერთმა მშობელმა, კახა წიქარიშვილმა, მსვლელობის წამყვან სასულიერო პირებს დახმარებისთვის მიმართა: „გთხოვთ, დაგვეხმაროთ ჩვენი შვილების გადარჩენაში“.

სასულიერო პირებმა დამსწრეებს აკურთხეს, რის შემდეგაც მსვლელობა გაგრძელდა.

მშობლები და მათი მხარდამჭერები ტრადიციულ კვირა მსვლელობას საღამოს 6:00 საათზე, მეტროსადგურ „რუსთაველიდან“ მთავრობის ადმინისტრაციის შენობისკენ დაიწყებენ.

27-ე დღეა, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის შენობის წინ შეუჩერებელ საპროტესტო აქციას მართავენ, საჭირო მედიკამენტების მოთხოვნით და იქ ღამით რჩებიან.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ მთავრობამ შემოიტანოს პრეპარატი, რომელიც, მათი თქმით, ბავშვების მდგომარეობას შეამსუბუქებს და კუნთოვანი დისტროფიის პროგრესირებას შეანელებს.

დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლებმა დახმარების თხოვნით საქართველოს საპატრიარქოს რამდენჯერმე მიმართეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
მდინარაძე: ტრადიციული ღირებულებები ქართული საზოგადოების მთავარი ორიენტირია
ცოტნე ივანიშვილი აცხადებს, რომ ძალადობას გმობს, თუმცა არ არის იმ პოზიციაში, რომ რაიმე ქმედითი გააკეთოს
საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics