02:44 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-21 00:15:36, 312 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი

ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე კვლავ თავს ესხმის საქართველოში გერმანიის ელჩს პეტერ ფიშერს და მისი შეფასებით, "ის [პიტერ ფიშერი] საერთოდ არ არის ევროპელი".

"ჩვენ არსად გვითქვამს, რომ მარტო ჩვენ ვართ ევროპელები, ასეთი აბსურდი შეიძლება, ახასიათებდეს გერმანიის ელჩს, მაგრამ ჩვენ ასეთი აბსურდული განცხადებები არ გვახასიათებს, მაგრამ ერთი რამ უნდა შევახსენოთ ბატონ ფიშერს, რომ ჩვენც ვართ ევროპელები და ჩვენთვის ღირებულია ის პრინციპები, ფასეულობები, რომლებსაც დაეფუძნა ევროკავშირი, განსხვავებით ბატონი ფიშერისგან, რომელიც ვერ ბედავს, შეფასება მისცეს იმას, რაც მოხდა დანიაში. ჩვენთვის შესაბამისად, კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი. ევროპელობა არ ნიშნავს გეოგრაფიულ კუთვნილებას.

 შეიძლება, ისინი თავსებადი იყვნენ შედარებით გვიანდელი პერიოდის ევროპასთან, ვგულისხმობ 40-იანი წლების ბოლოდან ქვემოთ რომ გავყვეთ ისტორიას, მაგრამ მათი განცხადებები და მათი დამოკიდებულება, მათ შორის ქართველი ხალხის მიმართ, თავსებადი არ არის არანაირად ევროპულ ღირებულებებთან. ამიტომ, როდესაც საუბარია ღირებულებებზე, დიახ, ჩვენ რა თქმა უნდა, გვაქვს პრეტენზია ევროპელობაზე განსხვავებით ამ ადამიანებისგან, რომლებსაც რეალურად ევროპელობაზე პრეტენზია არ აქვთ, ისინი პირდაპირ უპირისპირდებიან სწორედ იმ ღირებულებებს, რომლებსაც განასახიერებდა ევროპა მთელი ბოლო ათწლეულების განმავლობაში. სწორედ ასეთი ადამიანების ქმედებების შედეგია ის დეგრადაცია, რასაც ვხედავთ როგორც დემოკრატიის კუთხით, ისე ადამიანის უფლებების.

სუვერენიტეტი აქვს დაკარგული ევროპის სახელმწიფოების უდიდეს უმრავლესობას. დეგრადაციაა ადამიანის უფლებების კუთხით, არის ეკონომიკური სტაგნაცია, რაც პირდაპირ ციფრებშია გამოხატული. ბევრჯერ გვისაუბრია, რომ 30 პროცენტი იყო 2008 წელს მსოფლიო ეკონომიკაში ევროკავშირის ეკონომიკის წილი და ეს 30 პროცენტი ჩამოსულია 17,5 პროცენტამდე. მათემატიკურად იზომება ეს ყველაფერი", - თქვა მან სანქცირებული, პროპაგანდისტული და სამთავრობო TV იმედის ეთერში. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics