|
2026-05-21 13:51:15, 255 ნახვა
პოლიტიკა
PACE-მ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მოამზადა, მას ივნისის სესიაზე ეყრება კენჭი
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამლეამ (PACE) მოამზადა რეზოლუციის პროექტი საქართველოზე, რომელსაც ივნისის სესიაზე ეყრება კენჭი. მონიტორინგის კომიტეტმა რეზოლუციაში გამოხატა "სერიოზული შეშფოთება საქართველოში დემოკრატიის რღვევისა და ღრმა პოლიტიკური და სოციალური კრიზისის გამო" და აღნიშნა, რომ "დემოკრატიული უკუსვლა უწყვეტად გრძელდება, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციისა და განსხვავებული აზრის წინააღმდეგ მიმართული ზეწოლა“. რეზოლუციის პროექტში, რომელიც მომხსენებლებმა ედიტე ესტრელამ (პორტუგალია, SOC) და საბინა ჩუდიჩმა (ბოსნია და ჰერცეგოვინა, ALDE) მოამზადეს, სინანულით არის აღნიშნული, რომ "ასამბლეის არცერთი გადაუდებელი რეკომენდაცია არ შესრულებულა“. ასევე ნათქვამია, რომ დემოკრატიის მიმდინარე რღვევა "სერიოზულ ეჭვებს აჩენს ხელისუფლების სურვილზე, შეასრულოს ევროპის საბჭოს წევრობის ვალდებულებები და გაწევრიანების პირობები“. კომიტეტი ხაზს უსვამს, რომ „ევროპის საბჭოს წევრობა პრივილეგიაა, რომელსაც თან ახლავს უფლებებიც და ვალდებულებებიც“ და რომ ორგანიზაციის პრინციპები და სტანდარტები „ვერ დადგება ეჭვქვეშ და ვერ გახდება მოლაპარაკების საგანი“. ამასთან, მიუღებლად აფასებს ინიციატივას, რომელიც "საქართველოში პრაქტიკულად ყველა დემოკრატიული ოპოზიციური პარტიის აკრძალვასა და მათი ლიდერების პოლიტიკურად მოტივირებული და შეთითხნილი ბრალდებებით სისხლისსამართლებრივ დევნას“ ითვალისწინებს. კომიტეტის გაფრთხილებაა, რომ "თუ ეს კურსი გაგრძელდება, საქართველოში ფაქტობრივად ერთპარტიული დიქტატურა დამყარდება“. პარლამენტარებმა ასევე აღნიშნეს, რომ "საქართველოში ამჟამად ნამდვილად დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პირობები არ არსებობს", რადგან ქვეყანაში მიმდინარეობს „დემოკრატიული ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ შეუჩერებელი ზეწოლა“, ასევე არსებობს "უკიდურესი სოციალური და პოლიტიკური პოლარიზაცია“. რეზოლუციის პროექტი ასევე ითხოვს "რეპრესიული კანონმდებლობის" გაუქმებას, მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსში, "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების. გარდა ამისა, დოკუმენტი გმობს "სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, მათ ხელმძღვანელებსა და დამოუკიდებელ მედიაზე გაგრძელებულ შეტევებს“. კომიტეტმა ასევე გამოთქვა უკმაყოფილება იმის გამო, რომ "დემონსტრაციების დროს პოლიციის ძალადობისა და ადამიანის უფლებების სხვა დარღვევების შესახებ სარწმუნო გამოძიებები არ ჩატარებულა“. განსაკუთრებული შეშფოთება გამოიწვია "ცნობებმა, რომ თბილისში საპროტესტო აქციების დასაშლელად გამოყენებული იყო აკრძალული ქიმიური საშუალებები“. დასასრულს, ასამბლეამ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, სრულად შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციები, რომლებიც, მათი თქმით, "ემთხვევა საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის შესახებ ამ და წინა რეზოლუციებს“.
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
კასტროზე ბრალდების წაყენების შემდეგ, ტრამპმა კუბის სანაპიროზე საჰაერო ხომალდების გადამზიდავი ჯგუფი გაგზავნა
PACE-მ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მოამზადა, მას ივნისის სესიაზე ეყრება კენჭი
უნგრეთის მმართველი პარტია პრემიერმინისტრის ვადების შეზღუდვას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)