22:47 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-26 20:03:33, 285 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კამპანიაში „მომავალი არ ჩერდება, მომავალი მოდის“, საქართველოს ბანკის ვიდეორგოლის მთავარი გმირი  მომავალი თაობაა. თაობა, რომელიც მოძრაობას არ აჩერებს, არ უშინდება დაბრკოლებებს და ყველა დაკეტილი კარის მიუხედავად, საკუთარ გზას მაინც პოულობს.
ამ იდეის გაგრძელებად, 26 მაისს, საქართველოს ბანკმა ვიდეორგოლის მთავარი გზავნილი რეალურ ქმედებად აქცია და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ემიგრანტებს მომავალი თაობის ხმებით მიმართა.
კამპანიის ფარგლებში, ბანკი მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში 100 000-მდე მომხმარებელს დაუკავშირდა. ზარებში გამოყენებულია მომავალი თაობის ხმები, რომლებიც ემიგრანტებს გულწრფელი და ემოციური გზავნილით მადლობას უხდიან იმ ძალისხმევისა და ღვაწლისთვის, რომელიც მათ საკუთარი ოჯახების, მომავალი თაობისა და ქვეყნის მომავლის შენებაში შეაქვთ, მიუხედავად იმისა, თუ სად ცხოვრობენ დღეს.
გზავნილი „მომავალი არ ჩერდება, მომავალი მოდის“ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას არა მხოლოდ წარსულში მოპოვებულ ისტორიულ მოვლენად, არამედ ყოველდღიურ პასუხისმგებლობად, არჩევანად და უწყვეტ პროცესად ხედავს - სწორედ ამ ხედვის ნაწილი არიან ემიგრანტებიც, ადამიანები, რომლებიც ქვეყნის მომავალს საზღვრებს ფარგლებს გარეთ ქმნიან.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics