14:23 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-14 12:56:35, 277 ნახვა

საზოგადოება
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა

გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო, დღეს, 14 ივლისს, თბილისის რამდენიმე უბანში გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა 4 600-მდე ფიზიკურ და იურიდიულ აბონენტს. კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხო დიღმის, დიდი დიღმისა და გლდანის რაიონის ნაწილს.

გაზის მიწოდება დროებით შეზღუდული აქვთ როგორც საცხოვრებელი კორპუსებისა და კერძო სექტორის მცხოვრებლებს, ისე ტერიტორიაზე განთავსებულ მსხვილ სამედიცინო, საგანმანათლებლო და კომერციულ ობიექტებს.

რომელ მისამართებსა და ობიექტებს შეეხო შეზღუდვა?

გაზმომარაგება ავარიულად შეწყდა შემდეგ ლოკაციებზე:

  • ფეიქრების ქუჩა: №4, 6, 8, 14 და 14ა-ში მცხოვრები მოსახლეობა და მიმდებარე კომერციული ობიექტები.
  • აღმაშენებლის ხეივანი და ბელიაშვილის ქუჩა: №188, 194 და 198 საცხოვრებელი კორპუსები; ბელიაშვილის ქუჩის №6, 8, 40, 104, 106; ბელიაშვილისა და ლუბლიანას შესახვევები/ჩიხები.
  • ლუბლიანას ქუჩა: №60 საცხოვრებელი კორპუსი, დევნილთა დასახლებები კოტე ჩაჩავას ქუჩაზე (№4, №6) და დისევის ქუჩაზე (№2, №5).
  • სხვა ქუჩები: გივი ჟვანიას, გიორგი პაპაშვილის, ნოდარ ბოხუას, ბობ უოლშის, ვეფხისტყაოსნის, გვირილებისა და ჯორჯ შალიკაშვილის ქუჩები, ასევე დიღომი-გლდანის შემაერთებელი გზის მიმდებარე ტერიტორია.

სამედიცინო და სხვა მსხვილი დაწესებულებები, სადაც გაზი გაითიშა:

შეზღუდვა შეეხო ლუბლიანას ქუჩასა და აღმაშენებლის ხეივანში განთავსებულ სამედიცინო ცენტრებს, მათ შორის:

  • სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“;
  • წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო;
  • კ. ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრი;
  • ჯოენის სახელობის სამედიცინო ცენტრი;
  • თარ ღუდუშაურის სახელობის ეროვნული კლინიკა;
  • თბილისის გულისა და სისხლძარღვთა კლინიკა;
  • სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი;
  • „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი“ და „ქართულ-ამერიკული სამედიცინო უნივერსიტეტი“.

 

ავარიულად გათიშულ ობიექტებს შორის ასევე არიან „თეგეტა მოტორსი“, „მაკდონალდსი“, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და სხვა მსხვილი თუ მცირე ბიზნესები.

როდის აღდგება გაზმომარაგება?

გაზის მიწოდების აღდგენის პროცესი დღესვე, 14 ივლისს, 11:00 საათიდან დაიწყო და ეტაპობრივად, 20:00 საათამდე დასრულდება.

კომპანია აბონენტებს მოუწოდებს, უსაფრთხოების მიზნით, ყურადღებით იყვნენ და არ დატოვონ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში.

გაზის სუნის შეგრძნების შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ცხელ ხაზს: +995 32 2404004 ან სწრაფი რეაგირების სამსახურს ნომერზე — 114.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics