2026-07-22 20:09:10, 340 ნახვა
საზოგადოება
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. ინფორმაცია ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
გავრცელებული ცნობებით, ავარიის შედეგად დაზიანდა ორი მსუბუქი ავტომობილი და ერთი სამგზავრო მიკროავტობუსი.
ფორმულას შსს-ში უთხრეს, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.
ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან