2026-05-26 10:37:09, 232 ნახვა
პოლიტიკა
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
მოქალაქეები 19 საათზე, თსუ-ის პირველი კორპუსის ეზოში შეიკრიბებიან, რის შემდეგაც საპროტესტო მსვლელობით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან გადაინაცვლებენ. როგორც აქციის ორგანიზატორები ამბობენ, 26 მაისს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - გამართული ეს აქცია იმის დემონსტრირება იქნება, რომ მოქალაქეები თავისუფლების, სუვერენიტეტისა და დემოკრატიული სახელმწიფოებრიობისთვის ბრძოლას არ წყვეტენ. მათივე თქმით, პროტესტი საყოველთაოა და 26 მაისი მოქალაქეობრივი ერთიანობის დღედ უნდა იქცეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,