20:42 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-25 19:13:59, 259 ნახვა

ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა

ბოლო დღეებში მოსული უხვი და ინტენსიური ნალექის გამო, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში დაზიანდა სპორტული და საგზაო ინფრასტრუქტურა. გლდანის, კრწანისის, ვაკის, ჩუღურეთისა და ისნის რაიონებში ადგილი ჰქონდა ფერდის ჩამოშლის, გრუნტის დამჭერი კედლის, განათების ბოძებისა და ხეების წაქცევის ფაქტებს.

ადგილობრივმა გამგეობამ დროებითი საცხოვრებელი ფართები შესთავაზა ისნის რაიონში, წულუკიძის ქუჩაზე მცხოვრებ სამ ოჯახს, უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით.

უამინდობამ განსაკუთრებული პრობლემები შექმნა გლდანის რაიონში. მდინარე გლდანულას ადიდებამ, ანდრონიკაშვილის, წყაროსა და თამარ მეფის ქუჩებზე გამოიწვია მიწის მასის ჩამოშლა, დაზიანდა სპორტული მოედანი, მდინარემ წაიღო განათების ბოძი. თამარ მეფის ქუჩაზე დაზიანებულია ბუნებრივი აირის მილი, რომლის აღდგენის სამუშაოები უკვე დაწყებულია.

უამინდობის გამო დაიტბორა მუხიანის აგარაკებზე რამდენიმე საცხოვრებელი სახლიც. დროებითი საცხოვრებელი ფართი გლდანის გამგეობამ შესთავაზა მუხურას ქუჩის ერთ მცხოვრებს, რომლის საცხოვრებელიც მნიშვნელოვნად დაზიანდა.   

ყველა მისამართზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის მერიისა და გამგეობების შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, რაიონების გამგებლები. მიმდინარეობს ზარალის აღწერა, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა და დაზარალებული მოსახლეობისთვის დახმარების გაწევა.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics