2026-05-22 18:58:48, 269 ნახვა
საზოგადოება
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
21 მაისის განკარგულებით, "საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით" მთავრობა საპარტრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 300 000 ლარს გამოყოფს.
დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული თანხა საპატრიარქოს "ღონისძიებების დაფინანსების მიზნით" გადაეცემა.
განკარგულებას ხელს ივანიშვილის პრემიერი ირაკლი კობახიძე აწერს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,