|
2026-05-18 09:39:07, 1180 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
18 მაისის ღამეს, რუსეთის ძალებმა უკრაინის ქალაქ დნეპროზე დრონებითა და რაკეტებით თავდასხმა განახორციელეს, განაცხადა რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლექსანდრ განჟამ. რამდენიმე დარტყმა საცხოვრებელ უბნებს მოხვდა, რამაც ფართომასშტაბიანი ნგრევა და ხანძრები გამოიწვია. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, კერძო სახლები, რელიგიური დაწესებულება, უნივერსიტეტი და ბიზნესი. სულ 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი წლის გოგონა და ათი წლის ბიჭი. „ბავშვები ამბულატორიულ მკურნალობას გადიან. რვა ადამიანი ჰოსპიტალიზებულია. ექიმები მათ მდგომარეობას საშუალო სიმძიმის აფასებენ“, - აღნიშნა განჟამ. გარდა ამისა, დარტყმა დნეპროპეტროვსკის ოლქის კრივოი როგში მდებარე ბიზნესსა და ინფრასტრუქტურას მოხვდა. ორი ადამიანი დაშავდა და ჰოსპიტალიზებულია. რეგიონის კიდევ რამდენიმე რაიონი დაიბომბა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიჭრა. გუშინ ღამით, რუსეთის ძალებმა ოდესაზე კიდევ ერთი თავდასხმა განახორციელეს თავდასხმის დრონების გამოყენებით. ოდესის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის თქმით, შედეგად, საცხოვრებელი შენობები დაზიანდა და ორი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი. შენობების გარდა, ნანგრევების ჩამოვარდნის შედეგად დაზიანდა ლიცეუმი და საბავშვო ბაღი. ინფრასტრუქტურული ობიექტებიც დაზარალდა. ამამდე, რუსეთის სამხედრო ძალებმა კიევზე გასული წლის ივნისის შემდეგ ყველაზე სისხლიანი დარტყმა განახორციელეს. 14 მაისის ღამეს, უკრაინაზე კომბინირებული რაკეტებისა და დრონების დარტყმის დროს, ერთ-ერთი რაკეტა უკრაინის დედაქალაქის დარნიცკის რაიონში საცხოვრებელ შენობას მოხვდა. ცხრასართულიანი შენობის ნაწილი ჩამოინგრა. 24 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვი. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია 28 საათზე მეტხანს გაგრძელდა. ნანგრევებიდან სულ 30 ადამიანი გადაარჩინეს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საცხოვრებელ მაღალსართულიან შენობაზე დარტყმა Kh-101 ჰაერი-მიწა ტიპის ფრთოსანი რაკეტით განხორციელდა, რომელიც საჰაერო დარტყმამდე ცოტა ხნით ადრე გაუშვეს. „ეს ნიშნავს, რომ რუსეთი კვლავ იღებს კომპონენტებსა და აღჭურვილობას სანქციების დარღვევით“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. მან მოუწოდა რუსეთზე ზეწოლის გაზრდისკენ და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ სწორედ უკრაინა იცავს ევროპას და მსოფლიოს ასეთი თავდასხმებისგან. უკრაინამ ასევე მოითხოვა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა რუსეთის თავდასხმების საპასუხოდ. ის 19 მაისს არის დაგეგმილი.
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
თიბისი მმართველ გუნდს საერთაშორისო საბანკო გამოცდილებით აძლიერებს
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)