13:43 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-13 12:18:57, 272 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში

არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებულ რეზოლუციას აბსურდულს უწოდებს.

„არსებობს ცნობილი გამონათქვამი - „რასაც პეტრე ამბობს პავლეზე, პეტრეზე მეტს ამბობს, ვიდრე პავლეზე". ეს გამონათქვამი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებულ აბსურდულ რეზოლუციას საუკეთესოდ აფასებს. არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში, რომლის მიზანი უსამართლო და სამარცხვინო ბრალდებებით, სანქციებით და ზეწოლის თუ შანტაჟის სხვა ბერკეტების გამოყენებით, საქართველოში ხელისუფლების შეცვლა და „დიპ სტეიტის" მორჩილი აგენტურით მისი ჩანაცვლებაა", - განაცხადა კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპისა და ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ლიზ ტრასის განცხადებები, ასევე სხვა პოლიტიკური ლიდერებისა და ანალიტიკოსების საჯარო გამოსვლები არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებისა და კორპორაციული მმართველობის საფრთხის შესახებ „დიპ სტეიტის" არსებობისა და მისი გავლენის უტყუარობის შესახებ ყველა კითხვის ნიშანს აქარწყლებს.

„მინდა ასევე შეგახსენოთ ამერიკის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ლიზ ტრასის გამონათქვამები - „ან ჩვენ გავანადგურებთ დიპ სტეიტს ან დიპ სტეიტი გაანადგურებს ამერიკას"; „ჩვენ გვსურს ბრიტანული დიპ სტეიტის ჩამოშლა, რომელიც ამერიკულზე უფრო ძველი და ფესვგადგმულია". ტრამპისა და ტრასის ეს სკანდალური განცხადებები, აგრეთვე სხვა პოლიტიკური ლიდერებისა და ანალიტიკოსების საჯარო გამოსვლები არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებისა და კორპორაციული მმართველობის საფრთხის შესახებ „დიპ სტეიტის" არსებობისა და მისი გავლენის უტყუარობის შესახებ ყველა კითხვის ნიშანს აქარწყლებს.

ამ ფონზე, ლოგიკურია ევროპელი პოლიტიკოსების ბრალდებებიც იმასთან დაკავშირებით, რომ ბრიუსელი და ზოგადად, ევროპული სტრუქტურები თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელისუფლებების უმრავლესობა ანგარიშვალდებულია არა საკუთარი ამომრჩევლის, არამედ სწორედ „დიპ სტეიტის" წინაშე; შესაბამისად, მათ მიერ გატარებული პოლიტიკაც მთლიანად არაფორმალურ ოლიგარქიულ ინტერესებზეა აწყობილი", - განაცხადა მან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე- კასრების იმედზე რომ დაიწყეს ომი, იმიტომაც დაამთავრეს ორ დღეში მარცხით 2008 წელს
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics