16:58 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-18 15:05:31, 264 ნახვა

პოლიტიკა
თაზო დათუნაშვილი რეჟიმის ინიციატივაზე აკონტროლოს ხალხი - ვინც მათ არ ეთანხმება, ყველას დეჰუმანიზაცია და დემონიზება ხდება პროპაგანდის ყველა საშუალებით

„ქართული ოცნება“ დგას სიძულვილის ენაზე და საკუთარი ოპონენტების დემონიზებაზე. ამას თუ შეწყვეტენ, რა თქმა უნდა, რაღაც შინაარსი ექნება ამ ინიციატივას, - ასე შეაფასა  „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა “ქართული ოცნების“ ახალ ინიციატივა, რომელიც საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრებების კონტროლს შეეხება.

„გარდა იმისა, რომ არაჩვეულებრივი და შესანიშნავი მამუკა მდინარაძე იყოს აქტუალიზებული რაიმე ფორმით და ჰქონდეს რაღაც საქმე უპორტფელო მინისტრს, მისი თვით აქტუალიზაციის გარდა, [ეს ინიციატივა] არაფრის მომცემი არ არის.

„ქართული ოცნება“ დგას სიძულვილის ენაზე და საკუთარი ოპონენტების დემონიზებაზე და ზოგადად, ამ 14-წლიან პრაქტიკაზე, რომ ვინც მათ არ ეთანხმება, ყველას დეჰუმანიზაცია და დემონიზება ხდება პროპაგანდის ყველა საშუალებით. ამას თუ შეწყვეტენ, რა თქმა უნდა, რაღაც შინაარსი ექნება ამ ინიციატივას, მაგრამ ხომ ვიცით ყველამ, მიზანი არის ის, რომ ოპონენტებზე ჰქონდეთ დამატებით არადემოკრატიული ბერკეტი ზეწოლისა და დაშინებისთვის.

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არის ფუნდამენტური უფლება ჩვენი მოქალაქეების და მისი შეზღუდვა და მარწუხებში მოქცევა ახასიათებს მხოლოდ დიქტატორულ და ავტოკრატიულ რეჟიმებს, შესაბამისად, ჟანრის კლასიკაა და გაგრძელება ხდება ამ ჟანრის. დიდი მადლობა ამ არაჩვეულებრივი ინიციატივისთვის მამუკა მდინარაძეს, არაჩვეულებრივი ყმაწვილია“, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, მინისტრთან გამართული საკმაოდ დეტალური, საგნობრივი კონსულტაციების შედეგად, შევთანხმდით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში, უმოკლეს ვადაში, შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება, - ამის შესახებ ოლიგარქ ივანიშვილის ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსების მიერ რუსთაველის თეატრში დადგმულ სპექტაკლს კრიტიკა მოჰყვა, რეჟიმის კულტურის სამინისტრო თავს იმართლებს
თაზო დათუნაშვილი რეჟიმის ინიციატივაზე აკონტროლოს ხალხი - ვინც მათ არ ეთანხმება, ყველას დეჰუმანიზაცია და დემონიზება ხდება პროპაგანდის ყველა საშუალებით
მიქელაძე - ავტორიტარული სისტემები სწორედ ასე აფართოებენ ძალაუფლებას, ჯერ ქმნიან ბუნდოვან და ფართო კატეგორიებს, შემდეგ კი მათზე ზედამხედველობის, მონიტორინგისა და დასჯის აპარატს აშენებენ
ონიანი - დაანონსებული მექანიზმი ცენზურის მექანიზმად გვევლინება და მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტერესთა ბალანსთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics