21:07 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-25 11:53:45, 291 ნახვა

ეკონომიკა
კობახიძე ამტკიცებს, რომ ბიზნესი არის თავისუფალი და კორუფციისგან თავისუფლების კუთხით გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი

დღეს ჩვენი საკანონმდებლო სივრცე არის სრულად თანხვედრაში საერთაშორისო სტანდარტებთან, რაც უზრუნველყოფს ჩვენს სრულფასოვან ინტეგრაციას გლობალურ ფინანსურ სისტემაში, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ Tether-ის საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ დროულად მივიღეთ შესაბამისი კანონები და ჩამოვაყალიბეთ შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩო, რაც ქმნის ძალიან მყარ საფუძველს ჩვენი პარტნიორობის სწორად განვითარებისთვის. დღეს ჩვენი საკანონმდებლო სივრცე არის სრულად თანხვედრაში საერთაშორისო სტანდარტებთან, რაც უზრუნველყოფს ჩვენს სრულფასოვან ინტეგრაციას გლობალურ ფინანსურ სისტემაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მისივე თქმით, უკვე მეექვსე წელია, საქართველოს ეკონომიკა ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება.

„როგორც მოგეხსენებათ, 2021 წლიდან ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა წლიურად შეადგენს 9,3 პროცენტს. ეს ტენდენცია მიმდინარე წელსაც გაგრძელდა. მიმდინარე კვარტალში ზრდამ შეადგინა 9,1 პროცენტი. ამ ყველაფერს აქვს ძალიან კონკრეტული მყარი საფუძველი, ეს არის ის, რომ ჩვენ გვაქვს სათანადო ეკონომიკური პოლიტიკა, ეკონომიკური ხედვა, ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი გუნდი მთავრობაში, ვგულისხმობ ეკონომიკურ გუნდს. ბიზნესი არის თავისუფალი და გვაქვს კორუფციისგან თავისუფლების კუთხით ძალიან მაღალი მაჩვენებელი. ამ კუთხით საქართველო არის რეგიონის ლიდერი. ეს ყველაფერი ქმნის ძალიან მყარ საფუძველს იმისათვის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის ძალიან მაღალი ტემპი. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ყველაფერში, ეკონომიკურ ზრდაში, განსაკუთრებულ როლს ასრულებს საინფორმაციო ტექნოლოგიების სფერო და რა თქმა უნდა, ამ სფეროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მომავალშიც", - განაცხადა კობახიძემ. 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics