21:07 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-24 16:39:21, 1164 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში ჩერნობილის ეროვნული მუზეუმი მოინახულა, რომელიც ღამით რუსული თავდასხმის შედეგად დაზიანდა.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსული დარტყმების შედეგად ფაქტობრივად განადგურდა ჩერნობილის მუზეუმი, დაზიანდა ეროვნული ხელოვნების მუზეუმი და შენობა, რომელშიც გერმანული ARD-ის ოფისია განთავსებული.

ზელენსკიმ უკვე ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტს და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრს და შემდგომი მოლაპარაკებებისთვის ემზადება.

შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ შედეგების გასაწმენდად გამოყენებულია საინჟინრო, რობოტული და უპილოტო აღჭურვილობა.

კლიმენკომ განაცხადა, რომ კიევში დაახლოებით ორმოცდაათი შენობა დაზიანდა - საცხოვრებელი კორპუსები, კერძო სახლები, სავაჭრო ცენტრები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, ბაზარი, სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურისა და პოლიციის ადმინისტრაციული შენობები და ჩერნობილის ეროვნული მუზეუმი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics