|
2026-05-28 23:31:07, 303 ნახვა
მსოფლიო
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ირანსა და აშშ-ს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის. ინფორმაციას ამის შესახებ ირანული საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ი ირანის მოლაპარაკებათა ჯგუფთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პოტენციური ურთიერთგაგების მემორანდუმის ტექსტი ჯერ დადასტურებული არ არის. ირანსა და აშშ-ს შორის შეთანხმებასთან დაკავშირებით განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს დასავლური მედია. Axios-მა, Reuters-მა და AP-მ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით განაცხადეს, რომ შეთანხმება მიღწეულია და ის ახლა დონალდ ტრამპის მაგიდაზეა საბოლოოდ დასამტკიცებლად. Axios-ის ცნობით, 60-დღიანი ურთიერთგაგების მემორანდუმი ცეცხლის შეწყვეტის გაგრძელებას და ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებების დაწყებას ითვალისწინებს. აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, 60-დღიან ურთიერთგაგების მემორანდუმში გათვალისწინებული იქნება ჰორმუზის სრუტეში „შეუზღუდავი“ გადაზიდვები. ეს ნიშნავს, რომ არ იარსებებს გადასახადი, შევიწროება და ირანს 30 დღის განმავლობაში მოუწევს სრუტიდან ყველა ნაღმის ამოღება. ამასთან, აშშ-ის საზღვაო ბლოკადა მოიხსნება, მაგრამ ეს მოხდება კომერციული გადაზიდვების აღდგენის პროპორციულად.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)