22:30 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-28 21:15:00, 322 ნახვა

პოლიტიკა
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა

თეა წულუკიანი პოლიციელების მიერ მოქალაქეზე ძალადობის ფაქტს გამოეხმაურა. განცხადება მან პლენარულ სხომაზე გააკეთა. 

"ყველა პოლიციელს, მათ შორის, გორის პოლიციაში მომუშავე ღირსეულ პოლიციელებს, შიდა ქართლის, უფრო ფართო გაგებით, მინდა დავუდასტურო პატივისცემა და ვუსურვო წარმატებები და ასევე ვუსურვო დიდი სიფრთხილე იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, მტერი კიდევ უფრო მეტია, ვიდრე ჩვენ წარმოგვედგინა. და გორის ამ მართლაც საზარელმა კადრებმა, რომელიც ვნახეთ, დაგვიდასტურა, რომ მტერი უფრო მეტი ჰყავს ჩვენს სახელმწიფო ინსტუტუტებს, ვიდრე შეიძლება ჩვენ მანამდე გვეგონა. […]

მყისიერია რეაგირება ამ საქმეზე, წამზომი ჩაირთო სამართალდამცავი სტრუქტურებისთვის იმ კონკრეტულ მომენტში, როცა ეს მოხდა. […]

მე მინდა ყველა პოლიციელს მივმართო, კიდევ ერთხელ ვუთხრა იმათ, ვინც კანონის დაცვით გვიცავს და გვაძლევს ამ ქვეყანაში დაცულობის განცდას, ასეთია 99% და მეტი, და მოვუწოდო სიფრთხილისკენ. თქვენ გყავთ მტრები ჩასაფრებულები და თქვენ უნდა დაზიანდეთ, მათი აზრით...

გაუხარდათ, გუშინ რაც მოხდა, საზარელი სანახავი იყო ეს ყველაფერი და იმ 6 პოლიციელს, სადაც ბრძანდებიან ვუსაყვედურო. თქვენ აი, ამათ მიეცით სალაპარაკო და ყველა პოლიციელს ვთხოვ, რომ ნუ მივცემთ მტრებს სალაპარაკოს", - ამბობს ის. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics