02:40 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-16 12:05:08, 477 ნახვა

ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა

ევროსკოპის ცნობით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეზოლუციას, უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ საქართველო არ შეუერთდა.

რეზოლუცია ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა კიშინოვში, 135-ე მინისტერიალის ​სესიააზე მიიღო. მას მხარი დაუჭირა ევროკავშირმა და 36-მა ქვეყანამ, რომელთაგან 34 ევროსაბჭოს წევრია.

 „მინისტრებმა მიიღეს რეზოლუცია უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შესახებ გაფართოებული ნაწილობრივი შეთანხმების დამყარების შესახებ, რაც წარმოადგენს გადამწყვეტ ნაბიჯს ტრიბუნალის პრაქტიკული განხორციელებისკენ, რომელსაც დაევალა იმ პირთა გამოძიება, სისხლისსამართლებრივი დევნა და გასამართლება, რომლებსაც ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ. 36-მა ქვეყანამ და ევროკავშირმა გამოაცხადეს, რომ აპირებენ შეთანხმებაში გაწევრებას, ასევე განსაზღვრავენ სპეციალური ტრიბუნალის ფუნქციონირებისა და დაფინანსების წესებს" - წერია განცხადებაში.

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ანდრი სიბიჰამ განაცხადა, რომ სპეციალური ტრიბუნალი იურიდიულ რეალობად იქცა და ეს მხოლოდ დასაწყისია სამართლიანობისკენ მიმავალ გზაზე.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა აცხადებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალი „გლობალური ხასიათის“ უნდა იყოს.

15 მაისს მოლდოვაში, კიშინიოვში, ევროპის საბჭოს (ევროსაბჭოს) მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის ხელმძღვანელი კომიტეტის შექმნის შესახებ.

ინიციატივას მხარი დაუჭირა 30-ზე მეტმა ქვეყანა. ესენი ძირითადად ევროპული სახელმწიფოები. კერძოდ:

  • ანდორა, ავსტრია, ბელგია, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია,
  • ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია,
  • ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტაინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი,
  • მოლდოვა, მონაკო, მონტენეგრო, ნიდერლანდი, ნორვეგია,
  • პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სან-მარინო, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი,
  • შვეიცარია, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო,
  • კოსტა-რიკა,
  • ავსტრალია,
  • ასევე ცალკე - ევროკავშირი.

„ჩვენ გვაქვს გარკვეული პოლიტიკური სიგნალები. გვჭირდება, რომ ამ ტრიბუნალს გლობალური ხასიათი ჰქონდეს. ამჟამად ის აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ევროპით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია სამართლიანობისთვის და სასჯელის გარდაუვალობისთვის“, - უკრაინული მედიის ცნობით, განაცხადა ანდრიი სიბიჰამ.

მან ასევე თქვა, რომ მსგავსი სამართლებრივი შედეგის მიღწევა, - რასაც 15 მაისს მიაღწიეს, - „რეკორდულია“ და მისი შედეგი იქნება „რუსი კრიმინალების ტრიბუნალის წინაშე წარდგენა“.

"ოცნება" წარმოადგენს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ინტერესებს - ასე ეხმაურება "ლელო ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია "ოცნების გადაწყვეტილებას, მხარი არ დაეჭირათ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებებზე გამოძიების მიზნით, სპეციალური ტრიბუნალის შექმნისთვის.

ეს რეჟიმი აგრძელებს ვაჭრობას საქართველოს ეროვნული ინტერესებით და იმ ღირებულებებით რაც საქართველოს აკავშირებს საერთაშორისო თანამეგობრობასთან. ჩვენ ვხედავთ, რომ ცივილიზებული მსოფლიო ქმნის ტრიბუნალს, რომელიც იქნება ერთგვარი მორალური ფუნდამენტი ახალი ევროპული უსაფრთხოებისა, ახალი ევროპული პოლიტიკური წყობისა, რომელიც მკაფიოდ საუბრობს რუსეთის ფედერაციის ფაშისტურ მოქმედებებთან დაკავშირებით და ამავე დროს ვხედავთ, რომ საქართველოს საგარეო სამქეთა მინისტრად წოდებული პირი ამბობს, რომ ის დააკვირდება სახელმწიფოთა დამოკიდებულებას ქოცური რეჟიმის მიმართ იმ პროცესში, როდესაც უნდა ჩამოყალიბდეს აზრი ტრიბუნალის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, რაც არის იმის ადასტურება, რომ ის წარმოადგენს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ინტერესებს", - ამბობს გრიგოლ გეგელია. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics