|
2026-05-16 12:05:08, 361 ნახვა
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
ევროსკოპის ცნობით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეზოლუციას, უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ საქართველო არ შეუერთდა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა აცხადებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალი „გლობალური ხასიათის“ უნდა იყოს. 15 მაისს მოლდოვაში, კიშინიოვში, ევროპის საბჭოს (ევროსაბჭოს) მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის ხელმძღვანელი კომიტეტის შექმნის შესახებ. ინიციატივას მხარი დაუჭირა 30-ზე მეტმა ქვეყანა. ესენი ძირითადად ევროპული სახელმწიფოები. კერძოდ:
„ჩვენ გვაქვს გარკვეული პოლიტიკური სიგნალები. გვჭირდება, რომ ამ ტრიბუნალს გლობალური ხასიათი ჰქონდეს. ამჟამად ის აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ევროპით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია სამართლიანობისთვის და სასჯელის გარდაუვალობისთვის“, - უკრაინული მედიის ცნობით, განაცხადა ანდრიი სიბიჰამ. მან ასევე თქვა, რომ მსგავსი სამართლებრივი შედეგის მიღწევა, - რასაც 15 მაისს მიაღწიეს, - „რეკორდულია“ და მისი შედეგი იქნება „რუსი კრიმინალების ტრიბუნალის წინაშე წარდგენა“. "ოცნება" წარმოადგენს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ინტერესებს - ასე ეხმაურება "ლელო ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია "ოცნების გადაწყვეტილებას, მხარი არ დაეჭირათ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებებზე გამოძიების მიზნით, სპეციალური ტრიბუნალის შექმნისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)