14:34 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-12 13:29:24, 288 ნახვა

პოლიტიკა
მამა იერონიმე ქათამაძე: არის რაღაც ინფორმაციები, რომ ახალი პატრიარქი შეძლებს საყოველთაო შერიგებას

ჩრდილოეთ ამერიკის ქართული ეპარქიის მთავარი მღვდელმონაზონი, მამა იერონიმე ქათამაძე ამბობს, რომ ახალი პატრიქრი, შიო მესამე შეძლებს, რომ ქვეყანაში საყოველთაო შეირგება მოხდეს. 

სასულიერო პირის თქმით, საპატრიქროში მღვდელმთავრების უმრავლესობა სწორედ ამის მომხრეა.

იმ პოლარიზებულ გარემოში, რომელიც ჩვენ ქვეყანში არის, ახალი პატრიარქი იქნება შემრიგებელი ყველა მხარეს შორის - უთხრა მღვდელმონაწონმა ჟურნალისტებს.

მან ასევე უპასუხა სინდისის პატიმრების შეწყალებაზე დასმულ კითხვასაც: 

საყოველთაო შეწყალება ახლა შეიძლება ყველას არ ეხებოდეს, მაგრამ ვიცი, რომ ახალი პატრიარქი იქნება შემწყალებელი ყველას მიმართ. ჩემი აზრია ეს.

მე რამდენ მღვდელმთავართან მქონდა საუბარი, უმრავლესობა მომხრეა, რომ მოხდეს საყოველთაო შერიგება. არ მგონია, რომ ეს პროცესი რამემ შეაფერხოს, იმიტომ, რომ არის რაღაც ინფორმაციები, რომ ახალი პატრიარქი შეძლებს იმას, რომ მოხდეს საყოველთაო შერიგება. ამის მოლოდინიც არის და შესაბამისი ინფორმაციებიც ვრცელდება.

ზოგადად ნებისმიერი საჭეთმპყრობელი როდესაც ადგილობრივი ეკლესიის მეთაური ხდება, იწყებს რაღაც ცვლილებებს და ეს ცვლილელები ყოველთვის არის ხოლმე დადებითი და მჯერა, რომ ის ცვლილებებს შორის იქნება საყოველთაო შერიგება და იმ პოლარიზებულ გარემოში, რომელიც ჩვენ ქვეყანში არის, ახალი პატრიარქი იქნება შემრიგებელი ყველა მხარეს შორის", - ამბობს მღდელმონაზონი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
18 წლის მორაგბე ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა
მამა იერონიმე ქათამაძე: არის რაღაც ინფორმაციები, რომ ახალი პატრიარქი შეძლებს საყოველთაო შერიგებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics