აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ - ლელა სურმანიძემ, ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში, გუშინ, შუახევის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 45 წლის მამაკაცი მოინახულა.
საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის ორგანიზებით, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ საერთაშორისო სამეცნიერო–პრაქტიკული კონფერენცია - „აქტუალური საკითხები ნეონატოლოგიასა და პედიატრიაში“ მიმდინარეობს.
რუსული „როსნეფტი“ ე.წ. სამხრეთ ოსეთში ავტოგასამართი სადგურების მშენებლობას გეგმავს, - ამის შესახებ "სპუტნიკ-ოსეტია" იუწყება.
ბათუმში, ბულვარის კოლონადებთან 25 ივნისს, 16:30 საათზე, ავია შოუ „FlyFest Georgia“ გაიმართება.
აჭარაში გიდების გადამზადება დასასრულს უახლოვდება.
ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში სროლა იყო, - ამის შესახებ "სპუტნიკ-აბხაზია" იუწყება.
სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 19 ივნისს ახმეტის, თელავის, ყვარლის და გურჯაანის რაიონებში 710 კმ2 საერთო ფართობის ფრონტალური ტიპის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები სრულად გაანეიტრალა, რისთვისაც გასროლილი იქნა 60-ზე მეტი რაკეტა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მე-6 სხდომას დაესწრო.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის "კა-გე-ბე" დე-ფაქტო გამყოფ ხაზსა და მის მიმდებარე სოფლებში, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში პროფილაქტიკურ სამუშაოებს ატარებს, - ამის შესახებ "სპუტნიკ-ოსეტია" იუწყება.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს მოუწოდებს, ქუთაისის შემოსავლელსა და სამტრედიის მონაკვეთზე დაწესებულ რეჟიმებს დაემორჩილონ.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევში უფასო სამედიცინო გასინჯვებისა და C ჰეპატიტის სკრინინგის აქცია გაიმართა.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა, ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში სასტუმროების, ტურისტული სააგენტოების მარკეტიგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლებისთვის ტრენინგები დაიწყო.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More