აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ დღეს საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ზურაბ ალავიძესთან ერთად კვარიათი-სარფის მონაკვეთზე სანაპირო ზოლის აღდგენა-გამაგრების მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.
დღეს აჭარაში პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა, რომლის ფარგლებში რეგიონის ათამდე სამედიცინო დაწესებულებებს მინიჭებული პერინატალური დონის დამადასტურებელი სერტიფიკატები საზეიმო ვითარებაში გადაეცა.
სოფელ ბერშუეთში, საოკუპაციო ხაზთან საზოგადოების ერთი ჯგუფის აქცია დასრულდა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზას მსოფლიოში ცნობილი მთამსვლელი, მწერალი და მოგზაური რეინოლდ მესნერი ესტუმრა.
შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი არჩილ ბუკია შიდა ქართლის გუბერნატორ კახა სამხარაძესთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტში სოფელი დიცის, არბოსა და ქორდის მოსახლეობას შეხვდა და საირიგაციო მომსახურების გაუმჯობესების საკითხები განიხილა.
ბათუმში, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მე-13 ყოველწლიური საერთაშორისო კონგრესი მიმდინარეობს.
თბილისში დაგეგმილი „ქართველთა მარშის“ პარალელურად, დღეს, 20:00 საათზე, სოფელ ბერშუეთში, საოკუპაციო ხაზთან მდუმარე აქცია გაიმართება.
ოკუპირებულ აფხაზეთში 11 ივლისს რუსი ტურისტის მკვლელობაში ეჭვმიტანილთა ვინაობა ცნობილია, - ამის შესახებ "სპუტნიკ-აბხაზია" იუწყება.
სამი სრულიად ახალი და ორი რეკონსტრუირებული შენობა ეროვნული არქივის ინფრასტრუქტურას ბოლო 4 წლის განმავლობაში შეემატა. საარქივო საგანძურის დაცვაზე ზრუნვა და რეგიონებში არქივისათვის ახალი შენობების მშენებლობა გრძელდება.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აჭარის რეგიონის სამედიცინო საზოგადოებას შეხვდა.
ფოთში მეთევზემ ვენები გადაიჭრა.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More