12:01 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-30 20:11:47, 367 ნახვა

პოლიტიკა
დავით დონდუა პროგრამა CAPSTONE-ის დელეგაციის წევრებს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა პროგრამა CAPSTONE-ის მონაწილეებს შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დავით დონდუამ მოკლედ მიმოიხილა საქართველო-ამერიკის ორმხრივი ურთიერთობები და უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაცია ქვეყანასა და რეგიონში, საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში არსებული გამოწვევები.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს და რეგიონული უსაფრთხოების სხვა საკითხებს.

ცნობისთვის, პროგრამა CAPSTONE-ში აშშ-ის მაღალი რანგის სამხედრო პირები მონაწილეობენ. CAPSTONE წლებია რეგულარულად სტუმრობს საქართველოს და მისი მიზანია საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების შესწავლა.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ამერიკელი სენატორები ორივე პარტიიდან, პენტაგონისგან უკრაინისთვის დახმარების დაჩქარებას მოითხოვენ.
თბილისში მამაკაცი დანით მოკლეს, ეჭვმიტანილი დაკავებულია
წელს მეორედ, პუტინმა უკრაინაში ომის ასობით ათასი მსხვერპლი „არა ფუჭად“ მოიხსენია
„გამარჯობა, გრენლანდია!“: ტრამპი კუნძულის შესახებ ახალ პოსტს აქვეყნებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics