12:20 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-23 11:44:35, 244 ნახვა

მსოფლიო
ამერიკელი სენატორები ორივე პარტიიდან, პენტაგონისგან უკრაინისთვის დახმარების დაჩქარებას მოითხოვენ.

აშშ-ის სენატორების ორპარტიულმა ჯგუფმა თავდაცვის მინისტრ პიტ ჰაგსეთს წერილი გაუგზავნა, რომელშიც უკრაინისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის 600 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას ითხოვდა.

ამის შესახებ Associated Press იტყობინება.

600 მილიონი დოლარიდან 400 მილიონი უკრაინისთვისაა განკუთვნილი, ხოლო დარჩენილი 200 მილიონი ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის თავდაცვის პროგრამებისთვის. კონგრესმა ეს თანხები გასულ წელს გამოყო.

წერილს ხელი მოაწერეს დემოკრატებმა დიკ დურბინმა, მაიკლ ბენეტმა და კეტრინ კორტეს მასტომ, ასევე რესპუბლიკელებმა ჩაკ გრასლიმ, კევინ კრამერმა და ტომ ტილისმა.

„უკრაინამ მტკიცედ და გაბედულად მოიგერია რუსეთის ოთხი წლის აგრესია, მაგრამ მის სამხედრო ძალებს სჭირდება და იმსახურებს ამერიკის მხარდაჭერის გაგრძელებას“, - ნათქვამია წერილში.

სამ კვირაზე მეტი ხნის წინ კონგრესის სხდომაზე ჰაგსეთმა განაცხადა, რომ უკრაინის დაფინანსება „განიხსნა“ და ხარჯების გეგმა მალე გაეგზავნება კანონმდებლებს. თუმცა, პენტაგონმა 15 მაისის დაპირებული ვადა ვერ შეასრულა.

„ნებისმიერი შემდგომი შეფერხება, განსაკუთრებით თავდაცვის დეპარტამენტის მიერ რეგიონიდან აშშ-ის ჯარების გაყვანის გეგმების გათვალისწინებით, ძირს უთხრის რუსეთის შეკავების ჩვენს შესაძლებლობას“, - მიაჩნიათ სენატორები.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის (USAI) 400 მილიონი დოლარის ოდენობის პაკეტს, რომელიც ითვალისწინებს პენტაგონის მიერ ამერიკული თავდაცვის კომპანიებისგან აღჭურვილობის შეძენას. ეს ასიგნება შეტანილი იყო ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში, რომელიც კონგრესმა 2025 წლის დეკემბერში დაამტკიცა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ცოტა ხნის წინ დაამტკიცა უკრაინისთვის Hawk-ის არსებული საჰაერო თავდაცვის სისტემების მოვლა-პატრონობისთვის აღჭურვილობის პოტენციური გაყიდვა, რომლის საერთო ღირებულება 108.1 მილიონი დოლარია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ამერიკელი სენატორები ორივე პარტიიდან, პენტაგონისგან უკრაინისთვის დახმარების დაჩქარებას მოითხოვენ.
თბილისში მამაკაცი დანით მოკლეს, ეჭვმიტანილი დაკავებულია
წელს მეორედ, პუტინმა უკრაინაში ომის ასობით ათასი მსხვერპლი „არა ფუჭად“ მოიხსენია
„გამარჯობა, გრენლანდია!“: ტრამპი კუნძულის შესახებ ახალ პოსტს აქვეყნებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics