12:01 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-30 13:51:02, 378 ნახვა

პოლიტიკა
მღებრიშვილი: ფირცხალავა გლდანის მე-8 დაწესებულებაში მისივე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გადაიყვანეს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტოროს ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა გლდანის მე-8 დაწესებულებაში მისივე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გადაიყვანეს.

მისივე თქმით, ფირცხალავას ე.წ. მატროსოვის ციხეში დღესვე დააბრუნებენ.

გიორგი მღებრიშვილმა არ დააკონკრეტა, რა საფრთხეს გულისხმობდა.

"ირაკლი ფირცხალავა გადაყვანილი იქნა გლდანის მერვე დაწესებულებაში მისივე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ დღესვე ის დაბრუნებული იქნება უკან მე-9 დაწესებულებაში, ე.წ. მატროსოვის დაწესებულებაში. არის დეტალები,რომელზეც ღიად ვერ გესაუბრებით",-განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ამერიკელი სენატორები ორივე პარტიიდან, პენტაგონისგან უკრაინისთვის დახმარების დაჩქარებას მოითხოვენ.
თბილისში მამაკაცი დანით მოკლეს, ეჭვმიტანილი დაკავებულია
წელს მეორედ, პუტინმა უკრაინაში ომის ასობით ათასი მსხვერპლი „არა ფუჭად“ მოიხსენია
„გამარჯობა, გრენლანდია!“: ტრამპი კუნძულის შესახებ ახალ პოსტს აქვეყნებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics