18:56 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-22 17:36:02, 1639 ნახვა

კომენტარი
პრეზიდენტი: პოლიციელებზე ძალადობრივი ქმედება ნებისმიერ სახელმწიფოში მიუღებელია

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. 

როგორც ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მისასალმებელია, რომ შს მინისტრის ხელმძღვანელობით ხეობაში ვითარების დამშვიდება  შესაძლებელი გახდა.

„პოლიციელებზე ძალადობრივი ქმედება ნებისმიერ სახელმწიფოში მიუღებელია, მით უმეტეს მიუღებელია ეს სახელმწიფოში, რომელსაც აქვს ოკუპირებული ტერიტორიები და რომლისთვისაც საზღვრების დაცულობა და სტაბილურობა სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანაა. რაც შეეხება შექმნილი დაძაბულობის მიზეზს, ან ერთ-ერთ მიზეზს - ჰესის მშენებლობას, აქ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ქვეყანას სჭირდება ეკონომიკური წინსვლა, მაგრამ ამავე დროს აუცილებელია, ჰესის მშენებლობის გადაწყვეტილებას ამყარებდეს სრული გეოლოგიური კვლევა, საფრთხის კომპლექსური შეფასება და საზოგადოების ჩართულობა. ვიმედოვნებ, რომ მომავალში სწორედ ამ კრიტერიუმებით ვიმოქმედებთ და ასე განვახორციელებთ სახელმწიფოს გაძლიერებისთვის მნიშვნელოვან პროექტებს“, - განაცხადა პრეზიდენტმა. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მათში გამჯდარია და გარანტია აქვთ დაუსჯელობის სინდრომის - სამუშია პოლიციელებზე
კობახიძე: ვნახე კადრები, შესაბამის უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ სათანადო რეაგირება
ქართული ოცნების პოლიტიკის გარდაუვალი შედეგია – თავისუფლების მოედანი გორში მომხდარზე
მეუფე ზენონი: პოლიციელების მსგავსი ქმედებები მხოლოდ ფიზიკური ძალადობის ფაქტი არ არის - ეს ტოვებს ყველაზე დამთრგუნველ კვალს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics