|
2026-05-27 18:30:42, 233 ნახვა
პოლიტიკა
ქართული ოცნების პოლიტიკის გარდაუვალი შედეგია – თავისუფლების მოედანი გორში მომხდარზე
პარტია თავისუფლების მოედნის განცხადებით, გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეზე ძალადობა ქართული ოცნების პოლიტიკის შედეგია. მათი განცხადებით, სამართლებრივ შედეგს უნდა მოჰყვეს რეჟიმის პოლიტიკური პასუხისმგებლობაც. "პოლიციელების მიერ ადამიანების ცემის გორში მომხდარი ფაქტი, რომელიც გავრცელებული ვიდეო კადრებით იხილა საზოგადოებამ, ქართული ოცნების პოლიტიკის გარდაუვალი შედეგია. ლეგიტიმაციის კრიზისის ფონზე ქართულ ოცნებას არაფერი აქვს შესათავაზებელი საკუთარი მოქალაქეებისთვის, გარდა შიშველი ძალადობისა, რომლის სისტემურ საყრდენს შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს. შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი ადამიანის უფლებების დარღვევისთვის სანქცირებული პირია, რომელსაც სულ ახლახანს გამოუცხადა ნდობა ქართული ოცნების პარლამენტმა. ამ ვითარებაში, დაუყოვნებლივ სამართლებრივ რეაგირებას უნდა მოყვეს რეჟიმის პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ქართული ოცნების პირობებში არ არსებობს სამართალი და დაუცველია ადამიანის ღირსება". - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)