12:58 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-15 12:03:32, 883 ნახვა

რეგიონი
ხელვაჩაურის პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექიმებსა და ექთნებს ტრენინგი უტარდებათ

„ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული პირველადი ჯანდაცვა აჭარაში“ - პროექტის ფარგლებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექიმებსა და ექთნებს ტრენინგი უტარდებათ.

ტრენინგის მიზანია ბავშვთა განვითარების საკითხების, ამ კუთხით არსებული ახალი კვლევებისა და შეფასების კრიტერიუმების ახალი ელექტრონული პლატფორმის გაცნობა.

საპილოტე პროექტი აჭარის ხუთ მუნიციპალიტეტში ხორციელდება და 0-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვთა ზრდასა და განვითარებაზე ზედამხედველობის სისტემის დანერგვას გულისხმობს. კერძოდ, პროექტი გულისხმობს ბავშვიანი ოჯახების დახმარებას ბავშვთა მოვლის საკითხებზე მათი სწავლების გზით. განვითარების პრობლემების, ქცევითი ან სოციალური შეფერხების რისკების მქონე და/ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების და ასევე ძალადობისა და უგულებელყოფის მსხვერპლი ბავშვების ადრეული გამოვლენას და რეფერალს მათი საჭირო სერვისებში ჩართვის მიზნით.

პროექტი გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება, რომლის ფარგლებში 170 სოფლის ექიმს გადაეცემა პლანშეტი.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
EU-ის საელჩო ადასტურებს ფორმულას ინფორმაციას, რომ პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივა
ცხინვალის რეგიონში მიმდინარეობს რუსი პროპაგანდისტის ძებნა, რომელიც მდინარე ლიახვში ჩავარდა
ზელენსკი „ასოცირებული წევრობის“ იდეას უსამართლოდ მიიჩნევს - Reuters
ამერიკელი სენატორები ორივე პარტიიდან, პენტაგონისგან უკრაინისთვის დახმარების დაჩქარებას მოითხოვენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics