12:29 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-08 11:35:26, 519 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობა ხანძრით დაზარალებულ 4 ოჯახს 40 000 ლარს გამოუყოფს

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა.

სხდომას კომისიის თავმჯდომარე ზაალ მიქელაძე ხელმძღვანელობდა. სხდომას მინისტრთა კაბინეტის წევრები, მუნიციპალიტეტების მერიებისა და შესაბამისი საქვეუწყებო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სხდომაზე კომისიის წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი:  ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების ფინანსური უზრუნველყოფა.

კომისიის გადაწყვეტილებით, ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ორ, ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ხანძრის შედეგად დაზარალებულ თითო ოჯახს აჭარის მათავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოეყოფა 40 000 ლარი.

თითოეულ ოჯახზე გათვალისწინებულია 10 000 ლარი.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი „ასოცირებული წევრობის“ იდეას უსამართლოდ მიიჩნევს - Reuters
ამერიკელი სენატორები ორივე პარტიიდან, პენტაგონისგან უკრაინისთვის დახმარების დაჩქარებას მოითხოვენ.
თბილისში მამაკაცი დანით მოკლეს, ეჭვმიტანილი დაკავებულია
წელს მეორედ, პუტინმა უკრაინაში ომის ასობით ათასი მსხვერპლი „არა ფუჭად“ მოიხსენია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics