18:56 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-05 18:57:02, 2047 ნახვა

კომენტარი
ბახტაძე - ჩვენ გვჭირდება უფრო ეფექტიანი თავისუფალი ეკონომიკური სივრცე სუამ-ის ფარგლებში

ჩვენ გვჭირდება უფრო ეფექტიანი თავისუფალი ეკონომიკური სივრცე სუამ-ის ფარგლებში და, რასაკვირველია, უფრო ეფექტიანი სატრანსპორტო სისტემები, - ამის  შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ შუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურების ერთობლივ პრესკონფერენციაზე, სუამ-ის მომავალთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა სუამ-ის სივრცეში არსებულ ძალიან დიდ ეკონომიკურ პოტენციალს და აღნიშნა, რომ მხარეებმა ძალ-ღონე არ უნდა დაიშურონ, რათა უფრო მაღალ დონეზე აიყვანონ ეკონომიკური თანამშრომლობა.

"ამჟამად ჩვენ წარმატებით ვავითარებთ ჩვენს ეკონომიკურ თანამშრომლობას. ამავე დროს, ჩვენი შეფასებით, ჩვენ ვიყენებთ ჩვენი ეკონომიკური პოტენციალის მხოლოდ 50%-ს. ასე რომ, გაუმჯობესება შესაძლებელია. გარდა ამისა, ჩვენ ვცდილობთ სხვა განზომილებების მოსინჯვასაც, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი თანამშრომლობის ეფექტიანობა.  დღის წესრიგი საკმაოდ ყოვლისმომცველია. დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო წლის ბოლოსთვის ჩვენ გვექნება ძალიან ხელშესახები შედეგები, რომლებიც დაგვეხმარება ყველა მატერიალური თუ არამატერიალური დაბრკოლების გადალახვაში, რომლებიც არსებობს ჩვენს ეკონომიკურ თანამშრომლობაში, რათა გავააქტიუროთ ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები და ვაჭრობა სუამ-ის სივრცის ფარგლებში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მათში გამჯდარია და გარანტია აქვთ დაუსჯელობის სინდრომის - სამუშია პოლიციელებზე
კობახიძე: ვნახე კადრები, შესაბამის უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ სათანადო რეაგირება
ქართული ოცნების პოლიტიკის გარდაუვალი შედეგია – თავისუფლების მოედანი გორში მომხდარზე
მეუფე ზენონი: პოლიციელების მსგავსი ქმედებები მხოლოდ ფიზიკური ძალადობის ფაქტი არ არის - ეს ტოვებს ყველაზე დამთრგუნველ კვალს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics