|
2018-10-04 13:55:56, 1865 ნახვა
კომენტარი
ფოფხაძე - ლევან ყიფიანი უნდა ჩამოყალიბდეს, დამნაშავეა, ავანტურაში მონაწილეობდა, თუ კორუფციულ გარიგებაში
პარლამენტის წევრი გედევან ფოფხაძე ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ ლევან ყიფიანი გაუგებრობაშია მოყოლილი და უნდა ჩამოყალიბდეს, დამნაშავეა, ავანტიურაში იღებდა მონაწილეობას თუ კორუფციულ გარიგებაში. „ამ ყველაფერმა ისეთი ფორმა უნდა მიიღოს, რომ გავიგოთ, დანაშაულს ვინ ჩადიოდა, დამნაშავე ვინ არის და რეალურად, საქმე რასთან გვაქვს. არსებული ინფორმაციები ამის საშუალებას არ გვაძლევს, მაგრამ პირად შთაბეჭდილებაზე ვერაფერს გეტყვით. მგონია, რომ ლევან ყიფიანი ძალიან გაუგებრობაშია მოყოლილი, უნდა ჩამოყალიბდეს, დამნაშავეა, ავანტიურაში იღებდა მონაწილეობას, კორუფციულ გარიგებაში თუ ვიღაცის კორუფციულ გარიგებაში. უნდა ჩამოყალიბდეს და თავისთვის გადაწყვიტოს. ჩემთვის მისი ემოციური მდგომარეობა არაფრის განმსაზღვრელი არ არის, ფაქტობრივი გარემოებები და ის მაინტერესებს, რეალურად, რასთან გვაქვს საქმე. ბიძინა ივანიშვილის პიროვნებასთან მიმართებით ამ ყველაფერს გამოვრიცხავ, რადგან არალოგიკურია, ადამიანი ჯერ ვიღაცისთვის ქონების დაბრუნებაში მონაწილეობდეს და შემდეგ მის დაშანტაჟებასა და ფინანსური გამორჩენის მცდელობას იწყებდეს. რაც შეეხება იმას, რომ ქვეყანაში შეიძლება კორუფცია იყოს, ამის გამორიცხვის უფლება იმიტომ არ გვაქვს, რომ ეს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დანაშაულია და საფრთხე ყოველთვის შეიძლება იყოს, ვინმემ პირადი ანგარებისთვის თავისი თანამდებობის გამოყენება მოინდომოს. უდანაშაულობის განცდა არავის უნდა ჰქონდეს და იმუნიტეტი არავის უნდა ჰქონდეს, რომ დაცულია. ფარცხალაძეს რაიმეს მე ვუქმნი? რაც საჯარო ინფორმაციაა, ჯერ დაუდასტურებელი მტკიცებულებაა და გამოძიებამ ყველა ის მოქმედება უნდა განახორციელოს, რაც მას კითხვებზე პასუხებს მისცემს“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ. შეგახსენებთ, გუშინ სასამართლოში გამოკითხვის შემდეგ, სპორტის ყოფილმა მინისტრმა ლევან ყიფიანმა განაცხადა, რომ აუდიოჩანაწერები მან და "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელმა, ზაზა ოქუაშვილმა შეთანხმებულად ჩაწერეს. როგორც ყიფიანმა განმარტა, ოქუაშვილმა დახმარება სთხოვა და უთხრა, რომ აღნიშნული ჩანაწერები უცხოელი პარტნიორებისთვის უნდა წარედგინა, რათა ისინი დაერწმუნებინა, რომ საქართველოს ხელისუფლება მასზე ზეწოლას ახდენდა. ყიფიანის თქმით, ეს ოქუაშვილს უცხოელი პარტნიორების წინაშე არსებული ფინანსური ვალდებულებების გადავადებაში დაეხმარებოდა. ამის მიუხედავად, ყიფიანი ჩანაწერებს დამონტაჟებულს უწოდებს და აპირებს, ზაზა ოქუაშვილს სასამართლოში უჩივლოს. გარდა ამისა, ყიფიანმა გუშინ ე.წ. სარდაფის ეპიზოდი უარყო და განაცხადა, რომ ფარცხალაძეს მასზე არავითარი ზეწოლა არ განუხორციელებია.
მათში გამჯდარია და გარანტია აქვთ დაუსჯელობის სინდრომის - სამუშია პოლიციელებზე
კობახიძე: ვნახე კადრები, შესაბამის უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ სათანადო რეაგირება
ქართული ოცნების პოლიტიკის გარდაუვალი შედეგია – თავისუფლების მოედანი გორში მომხდარზე
მეუფე ზენონი: პოლიციელების მსგავსი ქმედებები მხოლოდ ფიზიკური ძალადობის ფაქტი არ არის - ეს ტოვებს ყველაზე დამთრგუნველ კვალს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)