12:28 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-10 13:52:51, 2759 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს

თურქეთში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე რენატ ბაკიევი დააკავეს, - ამის შესახებ Hurriyet იუწყება.

როგორც სააგენტო წერს, გამოძიების ცნობით, ეჭვმიტანილი ინჯირლიკში ბაზირებული ამერიკული თვითმფრინავის, დრონის მეშვეობით ჩამოგდებას აპირებდა.

მედია საშუალების ინფორმაციით, ის სირიის საზღვართან მდებარე ქალაქ ქილისში დააკავეს.

გარდა ამისა, გამოცემის ცნობით, მამაკაცი ასევე ტერაქტის მოწყობას გეგმავდა. 

Hurriyet-ი იტყობინება, რომ მამაკაცი სასამართლოს წინაშე 13 აგვისტოს წარსდგება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი „ასოცირებული წევრობის“ იდეას უსამართლოდ მიიჩნევს - Reuters
ამერიკელი სენატორები ორივე პარტიიდან, პენტაგონისგან უკრაინისთვის დახმარების დაჩქარებას მოითხოვენ.
თბილისში მამაკაცი დანით მოკლეს, ეჭვმიტანილი დაკავებულია
წელს მეორედ, პუტინმა უკრაინაში ომის ასობით ათასი მსხვერპლი „არა ფუჭად“ მოიხსენია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics