12:28 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-08 14:59:15, 2770 ნახვა

მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილი ლიტვაშია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლონეთიდან ლიტვაში ჩავიდა.

ამის შესახებ იგი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„ყოველთვის სასიამოვნოა ძმურ ლიტვაში ყოფნა. განსაკუთრებით ლიტვური დამოუკიდებლობის დამაარსებელ ჩემ მეგობრებთან: ვიტაუტას ლანდსბერგისთან, მინისტრებთან, მთავრობის წევრებთან და პრეზიდენტობის კანდიდატებთან. ლიტველებს უკრაინის და საქართველოს მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა გადავუხადე. ასევე მადლიერი ვარ მათი ჩემს მოქალაქეობასთან დაკავშირებული პოზიციის გამო“, - წერს სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მოქალაქეობა 26 ივლისს ჩამოართვა. იმ დროისთვის სააკაშვილი აშშ-ში იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი ოფიციალურად არცერთი ქვეყნის მოქალაქე აღარ არის, რამდენიმე დღის წინ, აშშ-დან პოლონეთში ჩავიდა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში შესვლისას არავითარი პრობლემა არ შექმნია. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ამერიკელი სენატორები ორივე პარტიიდან, პენტაგონისგან უკრაინისთვის დახმარების დაჩქარებას მოითხოვენ.
თბილისში მამაკაცი დანით მოკლეს, ეჭვმიტანილი დაკავებულია
წელს მეორედ, პუტინმა უკრაინაში ომის ასობით ათასი მსხვერპლი „არა ფუჭად“ მოიხსენია
„გამარჯობა, გრენლანდია!“: ტრამპი კუნძულის შესახებ ახალ პოსტს აქვეყნებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics