|
2017-07-12 13:23:57, 2386 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ილია ელოშვილი: მოლოდინი მაქვს, რომ „ყაზტრანსგაზთან“ შევძლებთ მოლაპარაკებას
ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი "ინტერ რაოსთან" და "ყაზტრასგაზთან" სამართლებრივ დავას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო არბიტრაჟებში თავის დაცვას აპირებენ. ელოშვილის განმარტებით, დაიქირავებენ იურიდიულ კომპანიებს, რომლებსაც შესაბამისი გამოცდილება გააჩნიათ. "არბიტრაჟი ეს არის აბსოლუტურად ცივილური ფორმა მხარეებს შორის ურთიერთობის მოგვარებისთვის. ჩვენ გვაქვს უთანხმოებები როგორც "ინტერ რაოსთან", ასევე "ყაზტრასგაზთან", იმ კუთხით, რომ მათი მოთხოვნები აღემატება იმას, რასაც ვფიქრობთ, რომ არის რეალურად გონივრული და სამართლიანი, შესაბამისად, ვაპირებთ თავის დაცვას საერთაშორისო არბიტრაჟებში, ისევე, როგორც არის ეს მიღებული პრაქტიკა მსოფლიოში. დავიქირავებთ იურიდიულ კომპანიებს, რომლებსაც გააჩნიათ ამის გამოცდილება. მათ დაეხმარებათ იუსტიციის სამინსიტრო, რომელსაც უდიდესი გამოცდილება გააჩნია ამგვარი დავების წარმოების. ჩვენი რესურსიც, ასევე მთავრობის რესურსიც იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ მაქსიმალურად სამართლიან გადაწყვეტილებამდე მივიდეთ", - განაცხადა ელოშვილმა და დასძინა, რომ არბიტრაჟის ვადების განსაზღვრა ძალიან ძნელია, რადგან საკმაოდ სუბიექტური პროცესია. ამასთან, ელოშვილს აქვს მოლოდინი, რომ „ყაზტრანსგაზთან" მოლაპარაკებებს შეძლებენ და პროცესი არ გართულდება. ასევე, იმედოვნებენ, რომ მოლაპარაკებებს "ინტერ რაოსთანაც" შეძლებენ: "ეს დამოკიდებულია არბიტრებზე და ა.შ. მაგრამ მოლოდინი მაქვს, რომ "ყაზტრანსგაზთან" შევძლებთ მოლაპარაკებას და ალბათ არ გართულდება ეს პროცესი, ასევე იმედს ვიტოვებთ, რომ საბოლოო ჯამში "ინტერ რაოსთანაც" შევძლებთ მოლაპარაკებას. მაგრამ თუ "ინტერ რაოსთან" საარბიტრაჟო დავა გაგრძელდა, საკმაოდ ძლიერი პოზიციები გვაქვს. მათი მოთხოვნების ნაწილს ვეთანხმებით, ნაწილში არ ვეთანხმებით. რაშიც ვეთანხმებით, მზად ვართ, დღესვე მოველაპარაკოთ მათ. რადგან დავა საარბიტრაჟოა, თავს შევიკავებ დეტალების გახმაურებისგან, რადგან ეს შეიძლება ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ იყოს გამოყენებული", - აღნიშნა ელოშვილმა. შეგახსენებთ, ყაზახური მედიის ინფორმაციით, "ყაზტრანსგაზმა" საარბიტრაჟო სასამართლოში "ყაზტრანსგაზ თბილისის" დასაბრუნებლად სარჩელი შეიტანა. მათივე ცნობით, კომპანიამ საქართველოში შვილობილის გაყიდვა ვერ შეძლო, ამიტომ მის დაბრუნებას ითხოვს. "ყაზტრანსგაზმა" "ყაზტრანსგაზ თბილისზე" კონტროლი 2009 წელს დაკარგა. როგორც ცნობილია, საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ მათ ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიმართ 40 მილიონი დოლარის ვალი ჰქონდათ. საქართველოსთან საარბიტრაჟო დავას ლარის გაუფასურებით მიღებული დანაკარგის კომპენსირების მიზნით Интер РАО-ც გეგმავს.
ზელენსკი „ასოცირებული წევრობის“ იდეას უსამართლოდ მიიჩნევს - Reuters
ამერიკელი სენატორები ორივე პარტიიდან, პენტაგონისგან უკრაინისთვის დახმარების დაჩქარებას მოითხოვენ.
თბილისში მამაკაცი დანით მოკლეს, ეჭვმიტანილი დაკავებულია
წელს მეორედ, პუტინმა უკრაინაში ომის ასობით ათასი მსხვერპლი „არა ფუჭად“ მოიხსენია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)