|
2016-11-12 09:19:21, 1345 ნახვა
სამართალი
შსს-ს დანაყოფებს საჯარო სკოლების მოსწავლეები ესტუმრნენ
შინაგან საქმეთა სამინისტრო საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტს – „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ აგრძელებს. პროექტის ფარგლებში, საჯარო სკოლების მოსწავლეები შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა პირველ სამმართველოს, თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მთავარ სამმართველოს, შსს-ს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს, ასევე, რუსთავის, გარდაბნის, მარნეულის, ბათუმის, ქუთაისის, ქობულეთისა და ხელვაჩაურის სახანძრო-სამაშველო განყოფილებებს ესტუმრნენ. შსს-ს ინფორმაციით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მოზარდებს სამხედრო სავალდებულო მოსამსახურეთა განრიგი გააცნეს და საცხოვრებელი შენობები, სასწავლო ოთახები, სავარჯიშო დარბაზი, ბიბლიოთეკა და საწვრთნელი მოედანი დაათვალიერებინეს. მოსწავლეები ახალწვეულთა თეორიული, სამწყობრო მეცადინეობის და პრაქტიკული წვრთნების პროცესს დაესწრნენ. სტუმრებისთვის სამმართველოს ბაზაზე არსებული აღჭურვილობის, ჯავშანტექნიკისა და სხვადასხვა სახეობის იარაღის გამოფენაც მოეწყო. მეხანძრე-მაშველებმა კი მოზარდებს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მუშაობის სპეციფიკის და ისტორიის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, სახანძრო მანქანები და აღჭურვილობა, ასევე, სახანძრო მუზეუმი დაათვალიერებინეს და უსაფრთხოების შესახებ საჭირო რჩევები მისცეს. შსს პროექტს – „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს. აღნიშნული პროექტის მიზანია სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება.
ზელენსკი „ასოცირებული წევრობის“ იდეას უსამართლოდ მიიჩნევს - Reuters
ამერიკელი სენატორები ორივე პარტიიდან, პენტაგონისგან უკრაინისთვის დახმარების დაჩქარებას მოითხოვენ.
თბილისში მამაკაცი დანით მოკლეს, ეჭვმიტანილი დაკავებულია
წელს მეორედ, პუტინმა უკრაინაში ომის ასობით ათასი მსხვერპლი „არა ფუჭად“ მოიხსენია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)