|
2016-11-10 14:38:30, 1481 ნახვა
სამართალი
ბიზნესმენთა ფედერაცია ვანო ჩხარტიშვილისგან შენობის დაბრუნებას ითხოვს
ბიზნესმენთა ფედერაცია ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილისგან ფედერაციის შენობის დაცლას და ორგანიზაციისთვის დაბრუნებას ითხოვს. ბიზნესმენთა ფედერაციის აღმასრულებელმა დირექტორმა თამაზ კაპანაძემ ჩხარტიშვილის კუთვნილ ,,ეს ჯი კომპანის“ დირექტორს მამუკა ღვინიაშვილს, დღეს გაუგზავნა წერილი, რომლითაც მოუწოდებს უკან დაუბრუნოს ფედერაციას კუთვნილი შენობა. ,,იმისათვის, რომ აღდგეს ფედერაციის დარღვეული ქონებრივი უფლებები და თავიდან ავიცილოთ ხანგრძლივი სასამართლო პროცესები, მოგიწოდებთ, უკან დაუბრუნოთ ფედერაციას მისი კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე გერგეთის N 3 - ში, ქ. თბილისი“ - ნათქვამია წერილში. ამის შესახებ ბიზნესმენთა ფედერაციის ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა და ფედერაციის ინტერესების დამცველმა გოჩა გოგიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. ადვოკატმა მედიას ფედერაციასა და ვანო ჩხარტიშვილის კომპანიას შორის დადებული შეთანხმების და წარმოშობილი დავის სამართლებრივი მხარე გააცნო. 2008 წელს ფედერაციასა და ვანო ჩხარტიშვილის კომპანიას შორის გაფორმებული კონტრაქტის თანახმად ბიზნესმენი იღებდა ვალდებულებას დაენგრია არსებული ძველი შენობა და მის ადგილას მრავალსართულიანი ნაგებობა აეშენებინა. ამავე შენობაში შესაფერისი ფართი უნდა გადაეცა ბიზნესმენთა ფედერაციისთვის. ჩხარტიშვილს პირობა ამ დრომდე არ შეუსრულებია. როგორც ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორი თამაზ კაპანაძე აცხადებს, ფედერაციას აქვს უამრავი გეგმა და პროექტი განსახორციელებელი. შესაფერისი პირობების უქონლობის გამო ფედერაციას საქმიანობაში ხელი ეშლება. (NS)
ამერიკელი სენატორები ორივე პარტიიდან, პენტაგონისგან უკრაინისთვის დახმარების დაჩქარებას მოითხოვენ.
თბილისში მამაკაცი დანით მოკლეს, ეჭვმიტანილი დაკავებულია
წელს მეორედ, პუტინმა უკრაინაში ომის ასობით ათასი მსხვერპლი „არა ფუჭად“ მოიხსენია
„გამარჯობა, გრენლანდია!“: ტრამპი კუნძულის შესახებ ახალ პოსტს აქვეყნებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|



ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)