|
2016-11-07 18:12:25, 1684 ნახვა
სამართალი
შს მინისტრის მოადგილემ ნიუ დელიში კატასტროფების რისკების შემცირების აზიის მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, მერაბ მალანია ინდოეთში, ქალაქ ნიუ დელიში, ინდოეთის შს მინისტრის მიწვევით, კატასტროფების რისკების შემცირების აზიის მინისტერიალს დაესწრო, რომელშიც 44 ქვეყნის 300-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა. შსს-ს ინფორმაციით, მინისტერიალის ფარგლებში, მერაბ მალანია სიტყვით გამოვიდა და საქართველოს მთავრობის სახელით, სენდაის ჩარჩო-ხელშეკრულებით განსაზღვრული პრიორიტეტებისადმი საქართველოს მხარდაჭერა დაადასტურა. მინისტრის მოადგილემ, ასევე, საქართველოს მიერ სენდაის ჩარჩო-ხელშეკრულების ფორმატში მიღწეული პროგრესისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. „საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს რეაგირებაზე ორიენტირებული მიდგომები ჩაანაცვლოს პრევენციაზე ორიენტირებული მიდგომებით, ვინაიდან ღრმად გვწამს, რომ სწორედ პრევენცია და საფრთხეების თავიდან აცილების მექანიზმების დანერგვა უზრუნველყოფს ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებას, ქვეყნის სტაბილურობასა და მდგრად განვითარებას. მიმდინარე წელს გამოვედით უწყებათშორისი ინიციატივით, რომლის რეალიზებაც უზრუნველყოფს მოსახლეობის ადრეული შეტყობინების საერთო, ინტეგრირებული პლატფორმის შექმნას. ამ მიზნით, შსს-ში შეიქმნება უწყებათშორისი ინფორმაციის ინტეგრირებული ბაზა, რაც საშუალებას მოგვცემს, დროის რეალურ რეჟიმში მივიღოთ და გავაანალიზოთ შესაბამისი უწყებებიდან შემოსული ინფორმაცია და, საჭიროების შემთხვევაში, დროულად მოვახდინოთ რეაგირება. მოგეხსენებათ, მოსახლეობის დროული ინფორმირება და კოორდინირებული საქმიანობის უზრუნველყოფა გადამწყვეტია ბუნებრივი კატასტროფების შედეგად მიყენებული ზიანის შესამცირებლად“,- განაცხადა მერაბ მალანიამ. კონფერენციას ასევე ესწრებოდა საქართველოს ელჩი ინდოეთში, არჩილ ძოძუაშვილი.
ამერიკელი სენატორები ორივე პარტიიდან, პენტაგონისგან უკრაინისთვის დახმარების დაჩქარებას მოითხოვენ.
თბილისში მამაკაცი დანით მოკლეს, ეჭვმიტანილი დაკავებულია
წელს მეორედ, პუტინმა უკრაინაში ომის ასობით ათასი მსხვერპლი „არა ფუჭად“ მოიხსენია
„გამარჯობა, გრენლანდია!“: ტრამპი კუნძულის შესახებ ახალ პოსტს აქვეყნებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)