|
2016-10-04 11:31:18, 1588 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი“ ფუძნდება
თანაინვესტირების ფონდის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი“ ფუძნდება. ფონდში სხვა პროექტებთან ერთად, თანაინვესტირების ის რვა პროექტი გაერთიანდება, რომლის ინიციატორი ბიძინა ივანიშვილია. ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელებმა ტურიზმის განვითარების ფონდის პრეზენტაციაზე ისაუბრეს. როგორც ცნობილია თანაინვესტირების ფონდი, ტურისტული ინფრასტრუქტურის გასავითარებლად ახარციელებს 680 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების რვა მასშტაბურ პროექტს თბილისში, გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში. როგორც აღინიშნა, ფონდის დაარსების მიზანია, ქვეყანაში ტურისტული ინფრასტრუქტურის სწრაფი ხელშეწყობა და კონკრეტული პროგრამების განხორციელება, ტურიზმში ჩართული კომპანიების მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად. ფონდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მისიაა, ტურისტული მიზიდულობის ახალი ცენტრების შექმნა და დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა ეკონომიკურად ნაკლებად აქტიურ რეგიონებში. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ტურიზმის განვითარების ფონდის შექმნა ტურიზმის სფეროს განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პრემიერი დარწმუნებულია, რომ ეს ახალი ინიციატივა გადამწყვეტ როლს ითამაშებს ტურიზმის სექტორის განვითარებაში. „საქართველოს ამ სექტორის განვითარებისთვის ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია“,-დასძინა პრემიერმა.
ამერიკელი სენატორები ორივე პარტიიდან, პენტაგონისგან უკრაინისთვის დახმარების დაჩქარებას მოითხოვენ.
თბილისში მამაკაცი დანით მოკლეს, ეჭვმიტანილი დაკავებულია
წელს მეორედ, პუტინმა უკრაინაში ომის ასობით ათასი მსხვერპლი „არა ფუჭად“ მოიხსენია
„გამარჯობა, გრენლანდია!“: ტრამპი კუნძულის შესახებ ახალ პოსტს აქვეყნებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)