12:00 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-11 14:10:35, 836 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია - ჩვენი ხედვა და პოლიტიკა დონალდ ტრამპის პოლიტიკასთან თანხვედრაშია

ყველა დონეზე მზად ვართ, რომ ამერიკასთან ურთიერთობები არა მხოლოდ გადაიტვირთოს, არამედ ახალი ფურცლიდან თვისობრივად ახალი ურთიერთობები დაიწყოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

მისი თქმით, ახალი ელჩის დანიშვნა ახალი ნაბიჯია ქვეყნებს შორის ახალი ურთიერთობის დაწყების.

„ჩვენ ქმედითი ნაბიჯები გადაგვიდგამს და გადავდგამთ. ჩვენი ხედვა და პოლიტიკა დონალდ ტრამპის პოლიტიკასთან თანხვედრაშია, ნახეთ, მისი მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართულებით რა ნაბიჯები გადაიდგა. რაც შეეხება თუ რა მოთხოვნა აქვს ჩვენს ქვეყანას, სტრატეგიული პარტნიორის განმარტებიდან უნდა გამოვიდეთ. როცა სტრატეგიული პარტნიორი ხარ, სულ მცირე, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება უნდა იყოს, უვიზო მიმოსვლა, ფრენები უნდა იყოს. ჩვენ ამისთვის მზად ვართ და თან ინსტიტუციურად, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ, რათა რეგიონში ეს ურთიერთობა სამაგალითო იყოს“, – განაცხადა კირცხალიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ამერიკელი სენატორები ორივე პარტიიდან, პენტაგონისგან უკრაინისთვის დახმარების დაჩქარებას მოითხოვენ.
თბილისში მამაკაცი დანით მოკლეს, ეჭვმიტანილი დაკავებულია
წელს მეორედ, პუტინმა უკრაინაში ომის ასობით ათასი მსხვერპლი „არა ფუჭად“ მოიხსენია
„გამარჯობა, გრენლანდია!“: ტრამპი კუნძულის შესახებ ახალ პოსტს აქვეყნებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics