|
2025-06-11 13:05:10, 774 ნახვა
პოლიტიკა
გიგი წერეთელი - საქართველოში კრიზისის მოგვარების გზა, რეპრესიების დასრულება და ახალი საპარლამენტო არჩევნებია
ევროპის ყველაზე დიდი პოლიტიკური პარტია, „ევროპის სახალხო პარტია“ კვლავ აცხადებს, რომ საქართველოში კრიზისის მოგვარების გზა, რეპრესიების დასრულება და ახალი საპარლამენტო არჩევნებია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგი წერეთელი აცხადებს. მისი ინფორმაციით, ბრიუსელში გამართული ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პოლიტიკური ასამბლეის შეხვედრაზე, საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები განიხილეს. „საქართველოს მეგობრებისთვის ნათელია, რომ ქვეყანა დემოკრატიის უკუსვლის უაღრესად სახიფათო ტალღის წინაშეა, რაც გამოიხატება ერთპარტიული ხელისუფლების მიერ პოლიტიკური ოპონენტების სისტემატურ დევნაში, განსხვავებული აზრის ჩახშობაში, სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ აგრესიულ რეპრესიებში. პოლიტიკურმა ასამბლეამ გაავრცელა სპეციალური განცხადება, სადაც ასევე აღნიშნულია,რომ დრაკონული კანონების მიღება - როგორიცაა „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონი - ასახავს ავტორიტარულ ტაქტიკას, რომელიც მიმართულია კრიტიკოსების დადუმებისა და დემოკრატიული თავისუფლებების შეზღუდვისკენ“, - განაცხადა გიგი წერეთელმა. მისი თქმით, EPP მიიჩნევს, რომ ეს მოვლენები, არამარტო არღვევს ფუნდამენტურ უფლებებს, არამედ უდიდეს საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს. ქართველი ხალხის დემოკრატიისკენ სწრაფვა ავტორიტარული ქმედებების გამო არ უნდა შეიწიროს. „ევროპის სახალხო პარტია მოითხოვს დაუყოვნებლივ დასრულდეს რეპრესიები, გათავისუფლდნენ უსამართლოდ დაკავებული აქტივისტები და ოპოზიციის ლიდერები, განახლდეს საქართველოს დემოკრატიული და ევროპული გზის მხარდაჭერა, ხოლო თავისუფალი და სამართლიანი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებით ქართველი ხალხი შეძლებს პასუხისმგებლიანი ხელისუფლების არჩევას და დემოკრატიული კურსის აღდგენას. ევროპის ყველაზე დიდი და გავლენიანი პოლიტიკური პარტია მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას მტკიცედ დაუჭიროს მხარი ამ ბრძოლას თავისუფლებისთვის, სამართლიანობისთვის და ევროპული მომავლისთვის“, - აცხადებს წერეთელი.
ამერიკელი სენატორები ორივე პარტიიდან, პენტაგონისგან უკრაინისთვის დახმარების დაჩქარებას მოითხოვენ.
თბილისში მამაკაცი დანით მოკლეს, ეჭვმიტანილი დაკავებულია
წელს მეორედ, პუტინმა უკრაინაში ომის ასობით ათასი მსხვერპლი „არა ფუჭად“ მოიხსენია
„გამარჯობა, გრენლანდია!“: ტრამპი კუნძულის შესახებ ახალ პოსტს აქვეყნებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)