12:00 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-24 14:44:16, 390 ნახვა

მსოფლიო
მარსელში რუსეთის საკონსულოში აფეთქება მოხდა

ორშაბათს დილით აფეთქება მოხდა რუსეთის საკონსულოში მარსელში. ინფორმაცია გამოცემა La Marseillaise-ს დაუდასტურა რუსეთის კონსულმა მარსელში, სტანისლავ ორანსკიმ.

მანამდე მედიაში გაჩნდა ცნობები იმის შესახებ, რომ აფეთქება მოხდა საკონსულოს მახლობლად.

Valeurs Actuelles-ის თანახმად, მსხვერპლი არ არის, მიყენებულია მატერიალური ზარალი. შემთხვევის ადგილზე ბევრი პოლიციელი და მეხანძრეა.

წყაროები ჯანდაცვის სამინისტროში იტყობინებიან, რომ დღეს, 24 თებერვალს, დილით საკონსულოს ბაღში ვიღაცამ ჩააგდო ასაფეთქებელი ნივთიერების ორი ბოთლი. შორიახლოს აღმოჩნდა მოპარული ავტომობილი, წერს Valeurs Actuelles.

აფეთქების შესახებ ასევე იტყობინება BFMTV. მისი ინფორმაციით, აბრუაზ პარეს ავენიუზე მდებარე შენობასთან მინიმუმ ოცდაათი პოლიციელი და მეხანძრე იმყოფება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ აფეთქებებს „ტერაქტის ყველა ნიშანი მოეპოვებათ“, იტყობინება „კომერსანტი“. ზახაროვამ საფრანგეთის მთავრობისგან მოითხოვა სასწრაფო ნაბიჯები გამოძიებისა და რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობების უსაფრთხოები ზომების გაძლიერებისთვის.

აფეთქებების მიზეზებსა და ეჭვმიტანილებზე ჯერჯერობით არ იტყობინებიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ამერიკელი სენატორები ორივე პარტიიდან, პენტაგონისგან უკრაინისთვის დახმარების დაჩქარებას მოითხოვენ.
თბილისში მამაკაცი დანით მოკლეს, ეჭვმიტანილი დაკავებულია
წელს მეორედ, პუტინმა უკრაინაში ომის ასობით ათასი მსხვერპლი „არა ფუჭად“ მოიხსენია
„გამარჯობა, გრენლანდია!“: ტრამპი კუნძულის შესახებ ახალ პოსტს აქვეყნებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics