|
2024-11-06 16:02:14, 320 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის ძალებში ნატოს სახმელეთო ძალების დელეგაციას უმასპინძლეს
საქართველოში სამუშაო ვიზიტით ნატოს სახმელეთო ძალების სარდლობის (LANDCOM) დელეგაცია იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, დელეგაციის ხელმძღვანელს, ნატოს სახმელეთო ძალების შტაბის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ მუსტაფა ოღუზის საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა უმასპინძლა. "გენერალ-მაიორმა, გიორგი მათიაშვილმა ნატოელ გენერალს საქართველოს თავდაცვის ძალებსა და ნატოს სახმელეთო სარდლობას (LANDCOM) შორის თანამშრომლობის გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. თავდაცვის ძალების მეთაურმა LANDCOM-თან წარმატებული ორმხრივი თანამშრომლობა, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) განვითარების პროცესში მხარდაჭერა ხაზგასმით აღნიშნა. გენერლებმა იმედი გამოთქვეს, რომ ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. საქართველოს თავდაცვის ძალების სტრუქტურული ერთეულებისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სახმელეთო ძალების წარმომადგენლების გაფართოებული შეხვედრაც გაიმართა. ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში ნატოს სახმელეთო ძალების შტაბის უფროსმა და დელეგაციის წარმომადგენლებმა კრწანისში მდებარე ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) და საერთო საჯარისო ცენტრი მოინახულეს და ხელმძღვანელი პირებისგან სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიიღეს",- ნათქვამია ინფორმაციაში.
ამერიკელი სენატორები ორივე პარტიიდან, პენტაგონისგან უკრაინისთვის დახმარების დაჩქარებას მოითხოვენ.
თბილისში მამაკაცი დანით მოკლეს, ეჭვმიტანილი დაკავებულია
წელს მეორედ, პუტინმა უკრაინაში ომის ასობით ათასი მსხვერპლი „არა ფუჭად“ მოიხსენია
„გამარჯობა, გრენლანდია!“: ტრამპი კუნძულის შესახებ ახალ პოსტს აქვეყნებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)