|
2024-11-06 13:55:46, 358 ნახვა
საზოგადოება
„თიბისის“ OPEN API-ს გუნდმა Google-ის მოწვევით პარიზში გამართულ სამიტში მიიღო მონაწილეობა
Google-ის მიწვევით, "თიბისის" ტექნოლოგიური გუნდის - Open API-ის წევრები პარიზში გამართულ Apigee Summit 2024-ს დაესწრნენ, რომლის მთავარი თემა და დევიზი No AI without APIs იყო. სამიტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის და ინდუსტრიის ლიდერები, დეველოპერები და ანალიტიკოსები დაესწრნენ, რომლებმაც API-ს მნიშვნელობაზე ისაუბრეს ინტელექტუალური, მასშტაბური და უსაფრთხო AI გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. კონფერენცია "თიბისის" ტექ. გუნდის წევრებისთვის საინტერესო და სასარგებლო აღმოჩნდა “ვფიქრობ, სამიტზე მიღებული გამოცდილება პროგრესული იყო, როგორც ჩვენთვის, გუნდისთვის, ისე - "თიბისისთვის". მიღებული ინფორმაციითა და განხილული პროდუქტებით, შესაძლებლობა გვექნება, ჩვენი გუნდისა და ზოგადად, კომპანიის შემოქმედებითობა გავაუმჯობესოთ და მომხმარებლებს ჩვენი პროდუქტების გამოყენების შესაძლებლობა კიდევ უფრო გავუმარტივოთ”, - ამბობს ირაკლი ბაკურაძე, "თიბისის" ტექ.გუნდის წევრი. “ცოდნა, რომელიც API პროდუქტების მასშტაბის შესახებ შევიძინე, ფასდაუდებელია - უფრო ნათელი გახდა, რა მასშტაბებს შეიძლება მისწვდეს API პროდუქტები, თუ რამხელა პოტენციალი აქვს და როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ის ჩვენთვის სასარგებლოდ”, - ამბობს ელენე ჩოთალაშვილი, ტექ. გუნდის წევრი. სამიტზე, "თიბისის" ტექ. გუნდის წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ტექნოლოგიურ სფეროში წარმატებული ადამიანები გაეცნოთ და ახალი კონტაქტები შეეძინათ. საქართველოში დაბრუნებული გუნდი პარიზში მიღებული ცოდნისა და გამოცდილების "თიბისიში" იმპლემენტაციისთვის მზად არის. "თიბისის" ხელშეწყობა თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაში მხოლოდ ორგანიზაციული სტრატეგია არ არის - ეს კომპანიაში ინოვაციების დანერგვის პასუხისმგებლობაა. თანამშრომლების უნარების განვითარებაზე ზრუნვით, "თიბისი" ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია ქვეყანაში.
ამერიკელი სენატორები ორივე პარტიიდან, პენტაგონისგან უკრაინისთვის დახმარების დაჩქარებას მოითხოვენ.
თბილისში მამაკაცი დანით მოკლეს, ეჭვმიტანილი დაკავებულია
წელს მეორედ, პუტინმა უკრაინაში ომის ასობით ათასი მსხვერპლი „არა ფუჭად“ მოიხსენია
„გამარჯობა, გრენლანდია!“: ტრამპი კუნძულის შესახებ ახალ პოსტს აქვეყნებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)