|
2024-10-30 11:19:53, 338 ნახვა
საზოგადოება
1-ელ ნოემბერს ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის დეკლარაციების წარდგენის ვადა იწურება
1-ელ ნოემბერს საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა იწურება. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. სამსახურის ცნობით, ქონების (მათ შორის მიწის) გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირები ვალდებული არიან, წარმოადგინონ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2024 წლის წლიური (2023 წელს მიღებული შემოსავლების მიხედვით) დეკლარაცია არა უგვიანეს, მიმდინარე წლის 1 ნოემბრისა და გადაიხადონ კუთვნილი გადასახადი არა უგვიანეს 15 ნოემბრისა. “დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, იხილოთ ბმულები: https://rs.ge/PersonsTaxFAQ?cat=5&tab=1 https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=1106 ვიდეო ინსტრუქცია: https://www.youtube.com/watch?v=O0VPEQQ61LU სასურველი ინფორმაციის მისაღებად ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ციფრული სერვისებით - “RS ჩათი“ და “RS ბოტი“ ან დაუკავშირდეთ საკონსულტაციო სატელეფონო ცენტრს 2 299 299 დღეის მონაცემებით, 240 288 ფიზიკურ პირს, დეკლარაციის წარდგენის ვადის შესახებ, საინფორმაციო ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინება უკვე გაეგზავნა შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ მობილურ ნომრებზე“,- ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.
ზელენსკი „ასოცირებული წევრობის“ იდეას უსამართლოდ მიიჩნევს - Reuters
ამერიკელი სენატორები ორივე პარტიიდან, პენტაგონისგან უკრაინისთვის დახმარების დაჩქარებას მოითხოვენ.
თბილისში მამაკაცი დანით მოკლეს, ეჭვმიტანილი დაკავებულია
წელს მეორედ, პუტინმა უკრაინაში ომის ასობით ათასი მსხვერპლი „არა ფუჭად“ მოიხსენია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)