17:15 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-22 17:04:34, 884 ნახვა

მსოფლიო
პესკოვი - პუტინის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის შეურაცხმყოფელი განცხადებები სამარცხვინოა იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ბაიდენი მართავს

ვლადიმერ პუტინის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შეურაცხმყოფელი განცხადებები სამარცხვინოა იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ბაიდენი მართავს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

როგორც პესკოვის აღნიშნავს, რუსეთის პრეზიდენტს ჯო ბაიდენის მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადება არასდროს გაუკეთებია.

„როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანს, შემიძლია ვთქვა, რომ აშშ-ის სახელმწიფოს მეთაურის პირით ნათქვამი ასეთი უხამსი განცხადებები, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაიმე მხრივ შეურაცხყოფდეს სხვა სახელმწიფოს მეთაურს, განსაკუთრებით, პრეზიდენტ პუტინს. ეს იმ ქვეყნისთვისაა დიდი სირცხვილი, რომელსაც ბაიდენი მართავს. გასაგებია, რომ ბაიდენი შიდა პოლიტიკური ინტერესების გამო ჰოლივუდური „კოვბოის“ სტილში იქცევა, მაგრამ, ვფიქრობ, ეს შეუძლებელია“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს გიჟი უწოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics